კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 15. ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

სულხან კაპანაძეგიორგი საბანაშვილი

1.ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ძეგლის სტატუსი ასევე შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობას, რომელიც ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ე რთეულია. ამ შემთხვევაში მის უძრავ და მოძრავ ნაწილებზე ვრცელდება ამ კანონით უძრავი და მოძრავი ძეგლების მიმართ დადგენილი შესაბამისი წესები.

3.ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

4.თუ ვერ ხერხდება ობიექტის რაობის სრულყოფილი განსაზღვრა, ასევე როდესაც მის ისტორიულ ან კულტურულ ღირებულებასთან დაკავშირებული მონაცემები გადამოწმებას ან დამატებით შესწავლას საჭიროებს, მინისტრი უფ ლებამოსილია მაინც შეიტანოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში. ამ მომენტიდან მასზე ვრცელდება ამ კანონის VI და IX თავებით ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი.

5.ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიძლება შეტანილ იქნეს 6 თვის ვადით. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 6 თვისა.

6.სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მისი სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტის თაობაზე მონაცემებს წარუდგენს საბჭოს.

7.თუ სათანადო კვლევების შედეგად დადგინდება, რომ არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭოს დასკვნის საფუძველზე მინისტრი უფლებამოსილია ამორიცხოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიიდან ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე.

8.მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის ან სიიდან ამორიცხვის შესახებ, აგრეთვე ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნების მომენტიდან.

9.კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ მონაცემები შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში აისახება ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-129(კ-19)2022-03-0246
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ნებართვისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული უარის ბათილად ცნობა

    დავა ეხებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ნებართვისა და ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფის აქტების კანონიერებას. მოპასუხეები იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და კულტურის სამინისტრო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ძეგლზე ახალი ფართის შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს სამშენებლო ნორმები, ძეგლის ღირებულება და მეზობელი მესაკუთრის ინტერესები; ადმინისტრაციულ ორგანოს ეს ინტერესები სათანადოდ არ გამოუკვლევია. სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.

  • დაუშვებლობა (T5)

    უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა

    მესაკუთრემ გაასაჩივრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბრძანება მისი ქონებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ და სამინისტროს ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სააღრიცხვო ბარათში მოცემული ინფორმაცია დარგის ექსპერტთა კვლევაზე დაფუძნებულ დასკვნას წარმოადგენს, ხოლო საბჭოს დასკვნა სარეკომენდაციო, თუმცა მნიშვნელოვანი ხასიათისაა. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის დასკვნა ვერ აბათილებდა სააღრიცხვო ბარათში მითითებულ გარემოებებს. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა.

  • №ბს-232(კ-19)2020-02-0714
    დაუშვებლობა (T5)

    ღობის დემონტაჟის დავალების გაუქმების შესახებ მერიის ბრძანების ბათილობა და სააგენტოს წერილის არარა აქტად აღიარება

    დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებას, რომლითაც ძეგლის შემომსაზღვრელი ღობის დემონტაჟის დავალება გაუქმდა. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს ექვემდებარება, თუმცა კონტროლის მასშტაბი სფეროს თავისებურებების მიხედვით იცვლება. პალატამ გაითვალისწინა სააგენტოს კომპეტენცია და დასკვნა ღობის შენარჩუნების მიზანშეწონილობის შესახებ, აგრეთვე ის, რომ საქმეში არ დასტურდებოდა დაცული ინტერესების შელახვა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 9 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში თბილისისთვის განსაკუთრებული წესის (მთავრობის განკარგულება) გავრცელების არეალი ახლა განისაზღვრება თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

  2. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში სტატუსს მინისტრი ანიჭებს საბჭოს დასკვნით, ხოლო თბილისში — მთავრობა განკარგულებით სამინისტროს წარდგინებით; მერვე პუნქტი მხოლოდ მინისტრის აქტებს ეხება.

  3. მე-3 პუნქტს დაემატა გამონაკლისი V¹ თავის შემთხვევებზე, ხოლო მე-8 პუნქტი ახლა მოიცავს თბილისში მთავრობის ინდივიდუალურ აქტსაც.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1534297174716221915⁸12 (დ…915
მნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…კულტურულ ფასეულობათა ს…კულტურის შესახებტურიზმის შესახებინოვაციების შესახებდედაქალაქის მიწათსარგე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა