სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოებში გამოიყენება სპეციალური საშუალებები: ა) რეზინის ხელკეტი; ბ) ცრემლსადენი გაზი; გ) ხელბორკილი; დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების დანიშნულების შუქბგერითი მოწყობილობა; ე) დაბრკოლებათა დამანგრეველი საშუალებები; ვ) ტრანსპორტის იძულებითი გასაჩერებელი საშუალებები; ზ) წყალსატყორცნები და ჯავშანმანქანები; თ) სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები; ი) სპეციალური საღებავი საშუალება; კ) სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლი და ცხენი; ლ) თვალთვალის ტექნიკური საშუალებები; მ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა სპეციალური საშუალებები.
სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 3⁵
რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 5 აგვ. 2026
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიგჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

