სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 13 (დანართი 1)

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში შემოსვლისას (სასაზღვრო ზონაში) და გასვლისას (კონტროლის ზონაში) საბაჟო გამშვები პუნქტის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელი ამოწმებს ეკიპაჟის წევრთა და მგზავრთა პროფილაქტიკური აცრებისა და სავალდებულო გამოკვლევის (შიდსი) განხორციელებას (არაკეთილსაიმედო ქვეყნების ჩამონათვალისა და უცხო სახელმწიფოებთან შემოწმებაზე გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით).

2.სააგენტო ფირმამ უცხოეთისა და საქართველოს სანაოსნოს კუთვნილი საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილი გემების საქართველოს ნავსადგურში შემოსვლა სასაზღვრო გამტარ პუნქტს უნდა შეატყობინოს 72 (სამოცდათორმეტი) საათით ადრე და აუცილებლად დაადასტუროს 48 (ორმოცდარვა) და 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე, ხოლო გემის ნავსადგურში შესვლამდე არა უგვიანეს 2 (ორი) საათისა სასაზღვრო გამტარი პუნქტის მორიგეს წარუდგინოს გემის ეკიპაჟის განრიგი დადგენილი წესით და ოფიციალური შეკვეთა კომისიის დაწყებაზე (თუ გემს ტექნიკური მიზეზების გამო არ შეუძლია დადგენილი წესით წარმოადგინოს ეკიპაჟის განრიგი, გამონაკლისის სახით დასაშვებია აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა კომისიის  მოწყობისას).

3.გემის გასვლის გაფორმების შემდეგ განაცხადი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მორიგეს.

4.გემის გასვლის გაფორმების შემდეგ განაცხადი გადაეცემა სასაზღვრო სამსახურის მორიგეს.

5.სააგენტო უზრუნველყოფს კომისიის წევრთა გემზე მიყვანას მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად და უკან დაბრუნებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 დეკ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
114¹⁴16882181410 (დ…12 (დ…19 (დ…124692713 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…მეზღვაურთა შრომის შესა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საზღვაო კოდექსისაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა