1.ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.
2.„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს „წყლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვის მისაღებად: ა.ა) საწარმოს წესდების ასლი; ა.ბ) ცნობა მიწის საკუთრებაზე (ან იჯარაზე); ა.გ) დაგეგმილი საქმიანობის მოკლე ტექნიკურ- ეკონომიკური დახასიათება; ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის მისაღებად: ბ.ა) საწარმოს წესდების ასლი; ბ.ბ) ცნობა მიწის საკუთრებაზე (ან იჯარაზე). საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 მარტის დადგენილება №62-სსმIII, №35, 17.03.2006წ., მუხ.428

