,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”

მუხლი 6. სანებართვო პირობები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 16 მარ. 2006

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სანებართვო პირობების გარდა, მაძიებელს დამატებით სანებართვო პირობად შეიძლება განესაზღვროს შემდეგი ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვის მისაღებად: ა.ა) განმარტებითი ბარათი წყალსარგებლობის სახეობაზე და პარამეტრები; ა.ბ) საწარმოს გენერალური გეგმა წყალსადენის სისტემის დატანით; ა.გ) საწარმოს ადგილმდებარეობის ტოპოგრაფიული რუკა წყლის აღების წერტილების დატა-ნით; ა.დ) შესაბამისი გარემოსდაცვითი ტერიტორიული ორგანოს დასკვნა; ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის მისაღებად: ა.ა) საწარმოს ჩამდინარე წყლებთან ერთად ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმატივები, რომლებიც დამტკიცებულია სამინისტროს მიერ; ა.ბ) შესაბამისი გარემოსდაცვითი ტერიტორიული ორგანოს დასკვნა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 17 მარ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰551065313121591718386
მნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს სივრცის და…საქართველოს „წითელი ნუ…აკვაკულტურის შესახებკერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა