Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააკვაკულტურის შესახებმუხლი 15

აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 15. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:წყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი ზოგადი მოთხოვნების შესრულების გარდა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს: ა) ტექნიკური ინფორმაცია: ა.ა) აკვაკულტურის კონსტრუქციის სქემატური საპროექტო ნახაზი; სახეობების მოშენების სისტემა და მახასიათებლები, მოსაშენებელი სახეობები (თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის ქართული და ლათინური სახელწოდებები, გენეტიკური ფორმების (ჰიბრიდი, ტრიპლოიდი) შესახებ ინფორმაცია, მასალის ჩასმის სიმჭიდროვე); ა.ბ) ჩასასმელი მასალის (ლარვის, ლიფსიტის, ახალმოზარდეულის) მიღების გზები; ა.გ) საკვებისა და საკვები დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაცია (საკვებისა და საკვები დანამატების მწარმოებელი, მარკა და შემადგენლობა); ა.დ) სასუქების, სტიმულატორების, სამკურნალო-პროფილაქტიკური პრეპარატების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, სხვა ქიმიური საშუალებებისა და სხვა მიკრობული ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია; ა.ე) პროდუქციის წლიური ოდენობის შესახებ ინფორმაცია; ა.ვ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების მეთოდების, ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიური ციკლის დეტალური აღწერილობა; გამოსაყენებელი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების აღწერილობა; ა.ზ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების დეტალური გეგმა; ა.თ) ველურ სახეობაზე თევზის დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; ა.ი) აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გაღწევის თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; ა.კ) მცურავი საშუალებისა და მისი ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაცია; ბ) გარემოს შესახებ ინფორმაცია: ბათიმეტრია, ტემპერატურა, მარილიანობა, დინების სიჩქარე, ბენთოსური თემები, სენსიტიური საცხოვრებელი ადგილები; გ) გეოგრაფიული ინფორმაცია: აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილი, მისი რუკა, შემოთავაზებული თევზის მეურნეობის ადგილმდებარეობა  (აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა), აგრეთვე აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენებისას მისათითებელი სიღრმე; დ) პროექტის ეკონომიკური გაანგარიშება და მონაცემები: კაპიტალის ინვესტირების შესახებ ინფორმაცია, პროდუქციის მიახლოებითი ღირებულება, წარმოების წლიური მოცულობა, წლიური საოპერაციო ხარჯები, ინვესტირებიდან მისაღები ამონაგების ანალიზი; ე) სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაცია: აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მიმდებარე არეალში განსახორციელებელი აკვაკულტურის საქმიანობიდან მისაღები სარგებელი (ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ და სხვა შესაბამისი ინფორმაცია); ვ) საზღვაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია: საღუზე წერტილების, აკრძალული რაიონებისა და გემების უსაფრთხო ნაოსნობისთვის ხელის არშეშლის თაობაზე ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი დასკვნა.

2.სააგენტო უფლებამოსილია ნებართვის მაძიებელს მოსთხოვოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული, აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები.

3.საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის (მარიკულტურისთვის) წყლის სივრცე გამოიყოფა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №684 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი ზოგადი მოთხოვნების შესრულების გარდა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს: ა) ტექნიკური ინფორმაცია: ა.ა) აკვაკულტურის კონსტრუქციის სქემატური საპროექტო ნახაზი; სახეობების მოშენების სისტემა და მახასიათებლები, მოსაშენებელი სახეობები (თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის ქართული და ლათინური სახელწოდებები, გენეტიკური ფორმების (ჰიბრიდი, ტრიპლოიდი) შესახებ ინფორმაცია, მასალის ჩასმის სიმჭიდროვე); ა.ბ) ჩასასმელი მასალის (ლარვის, ლიფსიტის, ახალმოზარდეულის) მიღების გზები; ა.გ) საკვებისა და საკვები დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაცია (საკვებისა და საკვები დანამატების მწარმოებელი, მარკა და შემადგენლობა); ა.დ) სასუქების, სტიმულატორების, სამკურნალო-პროფილაქტიკური პრეპარატების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, სხვა ქიმიური საშუალებებისა და სხვა მიკრობული ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია; ა.ე) პროდუქციის წლიური ოდენობის შესახებ ინფორმაცია; ა.ვ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების მეთოდების, ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიური ციკლის დეტალური აღწერილობა; გამოსაყენებელი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების აღწერილობა; ა.ზ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების დეტალური გეგმა; ა.თ) ველურ სახეობაზე თევზის დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; ა.ი) აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გაღწევის თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; ა.კ) მცურავი საშუალებისა და მისი ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაცია; ბ) გარემოს შესახებ ინფორმაცია: ბათიმეტრია, ტემპერატურა, მარილიანობა, დინების სიჩქარე, ბენთოსური თემები, სენსიტიური საცხოვრებელი ადგილები; გ) გეოგრაფიული ინფორმაცია: აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილი, მისი რუკა, შემოთავაზებული თევზის მეურნეობის ადგილმდებარეობა  (აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა), აგრეთვე აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენებისას მისათითებელი სიღრმე; დ) პროექტის ეკონომიკური გაანგარიშება და მონაცემები: კაპიტალის ინვესტირების შესახებ ინფორმაცია, პროდუქციის მიახლოებითი ღირებულება, წარმოების წლიური მოცულობა, წლიური საოპერაციო ხარჯები, ინვესტირებიდან მისაღები ამონაგების ანალიზი; ე) სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაცია: აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მიმდებარე არეალში განსახორციელებელი აკვაკულტურის საქმიანობიდან მისაღები სარგებელი (ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ და სხვა შესაბამისი ინფორმაცია); ვ) საზღვაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია: საღუზე წერტილების, აკრძალული რაიონებისა და გემების უსაფრთხო ნაოსნობისთვის ხელის არშეშლის თაობაზე ინფორმაცია, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შესაბამისი დასკვნა. [ ვ) საზღვაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია: საღუზე წერტილების, აკრძალული რაიონებისა და გემების უსაფრთხო ნაოსნობისთვის ხელის არშეშლის თაობაზე ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი დასკვნა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)] 2. სააგენტო უფლებამოსილია ნებართვის მაძიებელს მოსთხოვოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული, აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები. 3. საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის (მარიკულტურისთვის) წყლის სივრცე გამოიყოფა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №684 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
რედაქციების შედარება

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თევზაობის უფლებები და ნებართვებისერვისის გვერდი
  • საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №6

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-16
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ლიცენზიებისა და ნე… 25მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აკვაკულტურის შესახებ

  • 17აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენა ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენების შემთხვევაში
  • 9აკვაკულტურის ნებართვის სანებართვო პირობები
  • 8აკვაკულტურის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 25ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁰ნებართვის გაცემის წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 86²აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების წესების დარღვევა

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 17სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 48განცხადების წარდგენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 22ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 106მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული დოკუმენტები

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 5სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 4ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰22482586²541062517981715
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…აკვაკულტურის შესახებსაქართველოს „წითელი ნუ…საქართველოს ადმინისტრა…წყლის რესურსების მართვ…კულტურული მემკვიდრეობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025