Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა შრომის შესახებმუხლი 4

მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 4. კომპეტენტური ორგანოს და სააგენტოს უფლებამოსილებანი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:პორტის ოპერაციებისაზღვაო უსაფრთხოებადაბინძურების კონტროლისაერთაშორისო საზღვაოსაზღვაო ეკიპაჟიტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს კომპეტენტური ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, ექცევა თუ არა პირი ამ კანონით განსაზღვრული ტერმინის „მეზღვაური“ განმარტებაში.

3.სააგენტომ იმის დადგენისთვის, არის თუ არა პირი მეზღვაური, უნდა გაითვალისწინოს: ა) პირის გემზე მუშაობის ხანგრძლივობა; ბ) პირის გემზე მუშაობის პერიოდი; გ) პირის ძირითადი სამუშაო ადგილი; დ) პირის გემზე მუშაობის მიზანი; ე) პირის შრომისა და სოციალური დაცვის პირობები, რომლებიც მისთვის, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომი იქნებოდა, ამ კანონის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დასადგენად.

4.სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, ექცევა თუ არა გემი ამ კანონით განსაზღვრული ტერმინის „გემი“ განმარტებაში.

5.სააგენტოს უფლება აქვს, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, რომ ამ კანონის ზოგიერთი ნორმის მოქმედების გემზე ან გემის კონკრეტულ კატეგორიაზე გავრცელება მიზანშეწონილი ან შესაძლებელი არ არის. ამ შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული უფლებები, რომლებიც არ გავრცელდება აღნიშნული კატეგორიის გემზე დასაქმებულ მეზღვაურებზე, დაცული უნდა იყოს სხვა საკანონმდებლო აქტით, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ მეზღვაურთა დაცვას. სააგენტო უფლებამოსილია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ 200 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული არ არის.

6.სააგენტო აგრეთვე: ა) გასცემს, ადასტურებს, აახლებს, აჩერებს და აუქმებს ამ კანონით გათვალისწინებულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს; ბ) ახორციელებს საქართველოში მოქმედი საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირების აღიარებას, მონიტორინგსა და ზედამხედველობას; გ) შეარჩევს საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გასაცემად, აგრეთვე ამტკიცებს მეზღვაურთა სამედიცინო სტანდარტებს; დ) ახორციელებს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებას და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგს, აგრეთვე ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს გემის მზარეულისთვის და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს/გემის მზარეულის მოწმობას; ე) იხილავს საჩივრებს; ვ) ამტკიცებს მეზღვაურთა კვებისა და სასმელი წყლის სტანდარტს; ზ) ამტკიცებს ქართულ გემზე შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სახელმძღვანელოს/გზამკვლევს და უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას; თ) უზრუნველყოფს საწარმოო შემთხვევების გამოკვლევას, აგრეთვე აგროვებს და აანალიზებს ქართულ გემზე საწარმოო შემთხვევებისა და დაავადებების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს და აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს; ი) იღებს და აქვეყნებს ქართული გემის მიერ კონვენციის შესრულების შემოწმების ანგარიშს. თავი II მეზღვაურისადმი დადგენილი მოთხოვნები

წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ხელოვნური ინტელექტის რეგულაციები (EU AI Act)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გემების კონტრაქტები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მეზღვაურთა შრომითი ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პორტის ადმინისტრაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ივნ. 2023

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 27ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 5სააგენტოს და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ზოგადი პასუხისმგებლობანი და უფლებამოსილება
  • 49მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება
  • 63ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 7სააგენტოების სტატუსი და ფუნქციები

საზღვაო კოდექსი

  • 44²
  • 78¹
  • 44¹

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 3სააგენტოს კომპეტენცია
  • 1ტერმინთა განმარტება

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 24საქართველოს შესაბამისი ორგანოების უფლებები უცხო ქვეყნის გემის მიმართ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24744²78¹44¹54963312274
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…ტრანსპორტის სფეროს მარ…საზღვაო კოდექსიმეთევზე-მეზღვაურთა გან…საქართველოს საზღვაო სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026