საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 105. საბაჟო საწყობის მფლობელის ვალდებულებები

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია: ა) არ დაუშვას საბაჟო საწყობში შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადაადგილება საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად; ბ) გაატაროს ის ღონისძიებები, რომლებიც გათვალისწინებულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით; გ) აწარმოოს საბაჟო საწყობში შენახული საქონლის აღრიცხვა და განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტალის დასრულებიდან 15 დღის ვადაში საბაჟო ორგანოს წარუდგენს ანგარიშს აღნიშნულ პერიოდში საბაჟო საწყობში წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე; დ) უზრუნველყოს საქონლის დაცვა და ხელი შეუწყოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, რისთვისაც საბაჟო ორგანოს საბაჟო საწყობში უსასყიდლოდ უნდა გამოუყოს საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები; ე) განახორციელოს საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა საბაჟო საწყობის საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში; ვ) გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2.საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანის ან საქონლის დაკარგვის შემთხვევაში საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობის მფლობელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონლის განადგურება ან დანაკლისი გამოწვეულია ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის ბუნებრივი დანაკარგებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია: ა) არ დაუშვას საბაჟო საწყობში შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადაადგილება საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად; ბ) გაატაროს ის ღონისძიებები, რომლებიც გათვალისწინებულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით; გ) აწარმოოს საბაჟო საწყობში შენახული საქონლის აღრიცხვა და განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტალის დასრულებიდან 15 დღის ვადაში საბაჟო ორგანოს წარუდგენს ანგარიშს აღნიშნულ პერიოდში საბაჟო საწყობში წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე; დ) უზრუნველყოს საქონლის დაცვა და ხელი შეუწყოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, რისთვისაც საბაჟო ორგანოს საბაჟო საწყობში უსასყიდლოდ უნდა გამოუყოს საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები; ე) განახორციელოს საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა საბაჟო საწყობის საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში; ვ) გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანის ან საქონლის დაკარგვის შემთხვევაში საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობის მფლობელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონლის განადგურება ან დანაკლისი გამოწვეულია ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის ბუნებრივი დანაკარგებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1276794351419 (და…17 (დ…185127124120105
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს სამოქალაქო…გადასახადების ადმინისტ…საზღვაო კოდექსი