საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 104. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვას გასცემს შემოსავლების სამსახური. თუ შემოსავლების სამსახური თვითონ არის საბაჟო საწყობის მფლობელი, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა საჭირო არ არის.

2.საბაჟო საწყობისათვის გათვალისწინებულ, ტერიტორიულად განცალკევებულ თითოეულ შენობაზე ან/და ტერიტორიულად განცალკევებულ თითოეულ ღია მოედანზე გაიცემა ცალკე ნებართვა.

3.„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვას 3 წლის ვადით გასცემს შემოსავლების სამსახური. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, საჭიროა: ა) საბაჟო საწყობი აკმაყოფილებდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით; ბ) ნებართვის მაძიებელმა წარადგინოს საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; გ) ნებართვის მაძიებელმა წარადგინოს საბაჟო გარანტია, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით; დ) ნებართვის მაძიებელს არ ჰქონდეს საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება.

4.აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა, მათ შორის: ა) ნებართვის მფლობელის საწარმოს სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას; ბ) ნებართვის მფლობელის საწარმოს გაყოფისას.

5.თუ ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ხორციელდება ისეთი ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელის საწარმოს სრული საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში წარადგინოს შემოსავლების სამსახურში საბაჟო გარანტია, რომელშიც „პრინციპალის“ გრაფაში მიეთითება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება. წარდგენილი საბაჟო გარანტიის ვადა უნდა იყოს არანაკლებ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადისა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვას გასცემს შემოსავლების სამსახური. თუ შემოსავლების სამსახური თვითონ არის საბაჟო საწყობის მფლობელი, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა საჭირო არ არის. 2. საბაჟო საწყობისათვის გათვალისწინებულ, ტერიტორიულად განცალკევებულ თითოეულ შენობაზე ან/და ტერიტორიულად განცალკევებულ თითოეულ ღია მოედანზე გაიცემა ცალკე ნებართვა. 3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვას 3 წლის ვადით გასცემს შემოსავლების სამსახური. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, საჭიროა: ა) საბაჟო საწყობი აკმაყოფილებდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით; ბ) ნებართვის მაძიებელმა წარადგინოს საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; გ) ნებართვის მაძიებელმა წარადგინოს საბაჟო გარანტია, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით; დ) ნებართვის მაძიებელს არ ჰქონდეს საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება. 4. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა, მათ შორის: ა) ნებართვის მფლობელის საწარმოს სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას; ბ) ნებართვის მფლობელის საწარმოს გაყოფისას. 5. თუ ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ხორციელდება ისეთი ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელის საწარმოს სრული საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში წარადგინოს შემოსავლების სამსახურში საბაჟო გარანტია, რომელშიც „პრინციპალის“ გრაფაში მიეთითება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება. წარდგენილი საბაჟო გარანტიის ვადა უნდა იყოს არანაკლებ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადისა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  2. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010

    104-ე მუხლის პირველ ნაწილში ნებართვის გამცემად დასახელებულია უშუალოდ შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროზე მითითების გარეშე.

  3. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    104-ე მუხლში ნებართვის გამცემად დარჩა შემოსავლების სამსახური, შეიცვალა უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დაემატა ნებართვის გადაცემის აკრძალვა და სახელწოდების ცვლილებისას გარანტიის ხელახლა წარდგენის 7-დღიანი ვალდებულება.

  4. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    104-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში ნებართვის გამცემი ორგანო ახლა შემოსავლების სამსახურია საბაჟო დეპარტამენტის ნაცვლად.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁶3255⁷22410¹1412512412222104
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…თამბაქოს კონტროლის შეს…ნარჩენების იმპორტის, ე…ნავთობისა და გაზის შეს…საავტომობილო ტრანსპორტ…კომერციული ბანკების სა…