Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 166

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 166. საქონლის რეექსპორტი

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საბაჟო კოდექსი
თემები:ექსპორტის ლიცენზირებასაბაჟო და აქციზიექსპორტის კონტროლიტრანსსასაზღვრო გადასახადებისაერთაშორისო ტრანზაქციებისამთო მოპოვება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლებით ან გადახდილი თანხის (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებით ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლით, იმ საბაჟო რეჟიმისათვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.

2.საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციას შესაძლებელია დაექვემდებაროს უცხოური საქონელი ან საქართველოს საქონელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია ხორციელდება საბაჟო ორგანოს წინასწარი შეტყობინებით. თუ განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის (ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) რეექსპორტი, საბაჟო ორგანოს წარედგინება საბაჟო დეკლარაცია.

4.თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი, რომელსაც დადგენილია, რომ აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკურ გარიგებას და ამ მიზეზით იგი უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს, შესაძლებელია რეექსპორტირებულ იქნეს, თუ იგი: ა) არ გამოიყენებოდა და მისი გადამუშავება არ განხორციელებულა საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონლის გამოყენება დაკავშირებული იყო დეფექტის ან სხვა გარემოებების აღმოჩენასთან, რამაც გამოიწვია საქონლის დაბრუნება; ბ) შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნეს საბაჟო ორგანოს მიერ; გ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღიდან 6 თვეში გატანილ იქნება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი საბაჟო გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნება ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა.

6.საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლებით ან გადახდილი თანხის (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებით ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლით, იმ საბაჟო რეჟიმისათვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი. 2. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციას შესაძლებელია დაექვემდებაროს უცხოური საქონელი ან საქართველოს საქონელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია ხორციელდება საბაჟო ორგანოს წინასწარი შეტყობინებით. თუ განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის (ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) რეექსპორტი, საბაჟო ორგანოს წარედგინება საბაჟო დეკლარაცია. 4. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი, რომელსაც დადგენილია, რომ აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკურ გარიგებას და ამ მიზეზით იგი უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს, შესაძლებელია რეექსპორტირებულ იქნეს, თუ იგი: ა) არ გამოიყენებოდა და მისი გადამუშავება არ განხორციელებულა საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონლის გამოყენება დაკავშირებული იყო დეფექტის ან სხვა გარემოებების აღმოჩენასთან, რამაც გამოიწვია საქონლის დაბრუნება; ბ) შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნეს საბაჟო ორგანოს მიერ; გ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღიდან 6 თვეში გატანილ იქნება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი საბაჟო გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნება ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა. 6. საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 25 მარ. 2008 – 1 აპრ. 2009 ტექსტი უცნობია

  2. 9 აგვ. 2006 – 1 იან. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    166-ე მუხლის პირველ ნაწილში რეექსპორტი უკავშირდება წინა საბაჟო რეჟიმის პირობებს, ხოლო მე-2 ნაწილში დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება თავისუფალ საწყობში არსებულ და საქართველოს საქონლის რეექსპორტზეც.

  2. 1 აპრ. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    166-ე მუხლის მე-5 პუნქტში დაბრუნების გვერდით დაემატა მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა, რომელიც დაბრუნებასთან ერთად ან მის ნაცვლად გამოიყენება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 165შემდეგი მუხლი 167

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იმპორტ-ექსპორტის რეგულაციებისერვისის გვერდი
  • იმპორტის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ორმაგი დანიშნულების ტვირთების ექსპორტისერვისის გვერდი
  • საბაჟო ბროკერაჟისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №15

  • 2 ცვლილება · ბოლო 24 ივლ. 2009
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 160რეექსპორტის გამოყენება
  • 158ექსპორტის პროცედურის გამოყენება
  • 148გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენება

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 160²საქონლის იმპორტი

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10160²5160158148166
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…საქართველოს საგადასახა…ინტელექტუალურ საკუთრებ…