საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 167. საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით უცხოური საქონელი შეიძლება განადგურდეს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, რისთვისაც საქონლის მესაკუთრე ან/და მფლობელი (მათ შორის, საბაჟო საწყობის მფლობელი) საბაჟო ორგანოს წარუდგენს წერილობით შუამდგომლობას და ახორციელებს ზოგად დეკლარირებას. იმისათვის, რომ საქონლის განადგურებამ მნიშვნელოვანი ზიანი არ მიაყენოს გარემოს ან/და პირდაპირი ან პოტენციური საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საქონლის განადგურება დასაშვებია მხოლოდ გარემოს დაცვის ორგანოებთან შეთანხმებით.

2.არ შეიძლება განადგურდეს: ა) კულტურული ფასეულობები; ბ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, ასევე მათი ნაწილები და წარმოშობის წყაროები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამორთმეული საქონელი ან საქონელი, რომელსაც ყადაღა აქვს დადებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით ან როდესაც იგი პირდაპირ ან პოტენციურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

3.საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქონლის განადგურება ხდება მხოლოდ განმცხადებლის (საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის) ხარჯით. განადგურების შედეგად მიღებული ნებისმიერი ნარჩენის ან ჯართის მიმართ გამოიყენება საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაცია. ნარჩენი ან ჯართი საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ მოქმედებათა განხორციელებამდე.

4.საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით უცხოური საქონელი შეიძლება განადგურდეს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, რისთვისაც საქონლის მესაკუთრე ან/და მფლობელი (მათ შორის, საბაჟო საწყობის მფლობელი) საბაჟო ორგანოს წარუდგენს წერილობით შუამდგომლობას და ახორციელებს ზოგად დეკლარირებას. იმისათვის, რომ საქონლის განადგურებამ მნიშვნელოვანი ზიანი არ მიაყენოს გარემოს ან/და პირდაპირი ან პოტენციური საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საქონლის განადგურება დასაშვებია მხოლოდ გარემოს დაცვის ორგანოებთან შეთანხმებით. 2. არ შეიძლება განადგურდეს: ა) კულტურული ფასეულობები; ბ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, ასევე მათი ნაწილები და წარმოშობის წყაროები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამორთმეული საქონელი ან საქონელი, რომელსაც ყადაღა აქვს დადებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით ან როდესაც იგი პირდაპირ ან პოტენციურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 3. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქონლის განადგურება ხდება მხოლოდ განმცხადებლის (საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის) ხარჯით. განადგურების შედეგად მიღებული ნებისმიერი ნარჩენის ან ჯართის მიმართ გამოიყენება საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაცია. ნარჩენი ან ჯართი საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ მოქმედებათა განხორციელებამდე. 4. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
442135965952682814573210570102103167
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…სურსათის/ცხოველის საკვ…ნარკოტიკული საშუალებებ…