საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 207. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლის ზოგადი პირობები

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლად ითვლება საბაჟო გადასახდელის ან მისი ნაწილის გადახდისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება გარკვეული დროით.

2.რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადა შეიძლება შეიცვალოს გადასახდელის მთლიანი თანხის ან მისი ნაწილის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის დარიცხვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3.ვალდებული პირის წერილობითი განცხადების მიღებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი გარანტიის წარდგენის შემდეგ რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 კალენდარული თვით.

4.საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საბაჟო ვალდებულებების დაფარვის გრაფიკზე იდება ხელშეკრულება.

5.საბაჟო ვალდებულებების დაფარვის ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას საბაჟო ორგანო ვალდებულია ვალდებული პირის მიმართ გამოიყენოს წარმოდგენილი გარანტიის შესრულება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლად ითვლება საბაჟო გადასახდელის ან მისი ნაწილის გადახდისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება გარკვეული დროით. 2. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადა შეიძლება შეიცვალოს გადასახდელის მთლიანი თანხის ან მისი ნაწილის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის დარიცხვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ვალდებული პირის წერილობითი განცხადების მიღებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი გარანტიის წარდგენის შემდეგ რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 კალენდარული თვით. 4. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საბაჟო ვალდებულებების დაფარვის გრაფიკზე იდება ხელშეკრულება. 5. საბაჟო ვალდებულებების დაფარვის ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას საბაჟო ორგანო ვალდებულია ვალდებული პირის მიმართ გამოიყენოს წარმოდგენილი გარანტიის შესრულება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13²12912963129625327417 (დ…626058207
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…