საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 208. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლის გამომრიცხველი გარემოებები

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადა არ შეიძლება შეიცვალოს, თუ: ა) იგი არ არის წარმოშობილი რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე; ბ) თუ დეკლარანტს აქვს შეუსრულებელი საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება; გ) თუ წარდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა ან საგარანტიო თანხა ვერ უზრუნველყოფს საბაჟო ვალდებულების შესრულებას; დ) ვალდებული პირის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის გამო; ე) მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის, საბაჟო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის გამო.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების აღმოჩენისას საბაჟო ვალდებულებების შესრულების ვადის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება ითვლება ბათილად, ხოლო ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება – ბათილ გარიგებად.

3.გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დღიდან 3 დღეში წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ვალდებულ პირს და შესაბამის საბაჟო ორგანოს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადა არ შეიძლება შეიცვალოს, თუ: ა) იგი არ არის წარმოშობილი რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე; ბ) თუ დეკლარანტს აქვს შეუსრულებელი საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება; გ) თუ წარდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა ან საგარანტიო თანხა ვერ უზრუნველყოფს საბაჟო ვალდებულების შესრულებას; დ) ვალდებული პირის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის გამო; ე) მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის, საბაჟო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის გამო. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების აღმოჩენისას საბაჟო ვალდებულებების შესრულების ვადის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება ითვლება ბათილად, ხოლო ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება – ბათილ გარიგებად. 3. გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დღიდან 3 დღეში წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ვალდებულ პირს და შესაბამის საბაჟო ორგანოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26840584401622746917 (დ…91761723208
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…მომხმარებლის უფლებების…საქართველოს ადმინისტრა…გადასახადების ადმინისტ…