საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 240. საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის/წარმომადგენლის მიერ, – იწვევს პირის დაჯარიმებას დეკლარაციაში შემცირებული საბაჟო გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე დეკლარაციაში შემცირებული საბაჟო გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა.

3.ამ მუხლის მიზნებისათვის, საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობად ჩაითვლება ისეთი მონაცემის შეტანა, რომლის არასწორობა დადასტურებულია მტკიცებულებებზე დაყრდნობით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ან სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მხოლოდ ეჭვის არსებობა, რომელიც შეიძლება გახდეს საბაჟო ღირებულების კორექტირების ან საბაჟო ღირებულების განსხვავებული მეთოდით დადგენის საფუძველი, არ ქმნის სამართალდარღვევის შემადგენლობას. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27 საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2868 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.91

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის/წარმომადგენლის მიერ, – იწვევს პირის დაჯარიმებას დეკლარაციაში შემცირებული საბაჟო გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე დეკლარაციაში შემცირებული საბაჟო გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის, საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობად ჩაითვლება ისეთი მონაცემის შეტანა, რომლის არასწორობა დადასტურებულია მტკიცებულებებზე დაყრდნობით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ან სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მხოლოდ ეჭვის არსებობა, რომელიც შეიძლება გახდეს საბაჟო ღირებულების კორექტირების ან საბაჟო ღირებულების განსხვავებული მეთოდით დადგენის საფუძველი, არ ქმნის სამართალდარღვევის შემადგენლობას. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27 საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2868 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.91 მუხლი 241. არასატარიფო ღონისძიებების დაცვისთვის თავის არიდება 1. ზოგადი დეკლარირებისას ან/და საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არასატარიფო ღონისძიებების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 242. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა 1. პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, – იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 4000 ლარისა, აგრეთვე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. 3. პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, – იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  2. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010

    240-ე მუხლის 1-ლ და მე-3 ნაწილში სამართალდარღვევა ახლა გულისხმობს არასწორი მონაცემის არსებობას დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში და გადასახდელების შემცირებას დეკლარანტის/წარმომადგენლის მიერ; ჯარიმის ოდენობა უცვლელია.

  3. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    240-ე მუხლის მე-2 პუნქტში განმეორებითი ქმედების ჯარიმა 100 პროცენტიდან 200 პროცენტამდე გაიზარდა, 2 000 ლარის მინიმუმი უცვლელია. სანქციას დაემატა სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა ან/და სახით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
165¹164⁴1942752796918 (დ…17 (დ…16717317881240
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…გადასახადების ადმინისტ…პერსონალურ მონაცემთა დ…