Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 70

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 70. დეკლარანტი

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საბაჟო კოდექსი
თემები:კრიპტო გადასახადები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს პირს, რომელსაც შეუძლია, საქონელი წარადგინოს უფლებამოსილ საბაჟო ორგანოში.

2.თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია იწვევს პირის ვალდებულებების წარმოშობას, საბაჟო დეკლარაცია უნდა წარადგინოს შესაბამისმა პირმა ან მისმა წარმომადგენელმა. ამ კოდექსის მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას დეკლარანტად ითვლება საქონლის მიმღები, ხოლო საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას – საქონლის გამგზავნი, რომლებიც შესაბამისად მითითებული უნდა იყვნენ საქონლის მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში. ამასთანავე, საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისას დეკლარანტი აგრეთვე შესაძლოა იყოს საქონლის მფლობელი.

3.დეკლარანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რეზიდენტი ფიზიკური პირი ან საქართველოს საწარმო/ორგანიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რეზიდენტი ფიზიკური პირისა) ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის დეკლარირება ხორციელდება: ა) საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

5.დეკლარანტი და პირი, რომლის მაგივრადაც ირიბი წარმომადგენლობისას წარადგინეს საბაჟო დეკლარაცია, პასუხისმგებელი არიან დეკლარირებული მონაცემების სისწორეზე, წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასა და საბაჟო დეკლარაციასთან საქონლის შესაბამისობაზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კოდექსის მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს პირს, რომელსაც შეუძლია, საქონელი წარადგინოს უფლებამოსილ საბაჟო ორგანოში. 2. თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია იწვევს პირის ვალდებულებების წარმოშობას, საბაჟო დეკლარაცია უნდა წარადგინოს შესაბამისმა პირმა ან მისმა წარმომადგენელმა. ამ კოდექსის მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას დეკლარანტად ითვლება საქონლის მიმღები, ხოლო საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას – საქონლის გამგზავნი, რომლებიც შესაბამისად მითითებული უნდა იყვნენ საქონლის მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში. ამასთანავე, საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისას დეკლარანტი აგრეთვე შესაძლოა იყოს საქონლის მფლობელი. 3. დეკლარანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რეზიდენტი ფიზიკური პირი ან საქართველოს საწარმო/ორგანიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რეზიდენტი ფიზიკური პირისა) ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის დეკლარირება ხორციელდება: ა) საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 5. დეკლარანტი და პირი, რომლის მაგივრადაც ირიბი წარმომადგენლობისას წარადგინეს საბაჟო დეკლარაცია, პასუხისმგებელი არიან დეკლარირებული მონაცემების სისწორეზე, წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასა და საბაჟო დეკლარაციასთან საქონლის შესაბამისობაზე. მუხლი 71. დეკლარირებული მონაცემების შეცვლა 1. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემების შეცვლა. ეს ცვლილებები არ შეიძლება ეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც არ არის დეკლარირებული ამ საბაჟო დეკლარაციით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანისთვის დეკლარანტს არ დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა მანამ, სანამ: ა) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა; ბ) საბაჟო ორგანომ შეატყობინა დეკლარანტს ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვის თაობაზე; გ) საბაჟო ორგანომ გაუშვა საქონელი. 3. ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-12 ნაწილის ან/და საქონლის წარმოშობის წესების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დეკლარანტს არ დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 4. თუ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა დაკავშირებულია ისეთი არასწორი მონაცემების შეცვლასთან, რომლებიც გახდა საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა საბაჟო ორგანოს მიერ შესაძლებელია შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევის დადგენილი წესით დაფიქსირების შემდეგ. 5. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ. 6. საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანის წესი და ცვლილებების შეტანისას საბაჟო ორგანოს, დეკლარანტისა და წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 უხლი 72. საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება ან არარად აღიარება 1. საბაჟო დეკლარაციას ბათილად ცნობს, ძალადაკარგულად აცხადებს ან არარად აღიარებს საბაჟო ორგანო დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ დეკლარანტი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შედეგად შეუძლებელია ან შეცდომით მოხდა საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება. 2. საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი, ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული ან არარად იქნება აღიარებული საბაჟო ორგანოს ინიციატივით, თუ ამ დეკლარაციის შემოწმებისას დადგინდება, რომ: ა) საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება შეუძლებელია; ბ) დეკლარანტმა არ შეასრულა საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისათვის აუცილებელი მოქმედებები და ამ მუხლით დადგენილი წესით არ მიმართა უფლებამოსილ საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობისათვის, ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის ან არარად აღიარებისათვის. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი, ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული ან არარად იქნება აღიარებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. 4. საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება ან არარად აღიარება არ არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. 5. საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან არარად აღიარების შემთხვევები და წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 მუხლი 73. საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენება საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად გამოიყენება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის (დეკლარირების) დღისათვის მოქმედი შესაბამისი საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 69შემდეგი მუხლი 71

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №15

  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 87საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
  • 94დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვა
  • 13საბაჟო ორგანოსთვის დოკუმენტისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 67საგადასახადო დეკლარაცია
  • 191დეკლარაციის წარდგენა
  • 153დეკლარაციის წარდგენა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა
  • 37 (დანართი 1)გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია
  • 38 (დანართი 1)გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის შევსება

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

  • 4არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზაციის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
846719115317 (დ…37 (დ…38 (დ…87941370
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ამნისტიისა და არადეკლა…