საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 8. წარმომადგენელი

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა ჰქონდეს როგორც უშუალოდ, ისე თავისი წარმომადგენლის მეშვეობით.

2.პირის წარმომადგენლად ითვლება პირი, რომლის უფლებამოსილებაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, წარმოიშობა დავალების (ერთჯერადი მინდობილობის ან გენერალური მინდობილობის, ხელშეკრულების ან მისი შემცვლელი დოკუმენტის) საფუძველზე, რომლითაც წარმომადგენელმა შეიძლება იკისროს განსაზღვრული საბაჟო პროცედურის (საბაჟო პროცედურების) განხორციელების ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამ კოდექსის შესაბამისად გასაჩივრების ვალდებულება.

3.წარმომადგენლობა შეიძლება იყოს: ა) პირდაპირი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს სხვა პირის სახელით და მისივე დავალებით; ბ) ირიბი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით.

4.ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას მათ დასრულებამდე წარმომადგენელი ისევე ასრულებს ყველა ვალდებულებას, როგორც შეასრულებდა საქონლის მესაკუთრე ან/და მფლობელი ან/და დეკლარანტი, და მას ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს ან/და დეკლარანტს.

5.საბაჟო ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო წარმომადგენელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს წარუდგინოს დავალება (ერთჯერადი მინდობილობა ან გენერალური მინდობილობა, ან ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი).

6.წარმომადგენლობაზე დავალება (ერთჯერადი მინდობილობა ან გენერალური მინდობილობა, ან ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი) არ მოითხოვება, თუ საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგა­ნიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება თავისივე ბეჭდით დამოწმებული (მისი არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვა), – შესაბამისი დოკუმენტით.

7.წარმომადგენელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად, უფლება აქვს, განახორციელოს საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასთან, რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურები. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2192 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.298 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა ჰქონდეს როგორც უშუალოდ, ისე თავისი წარმომადგენლის მეშვეობით. 2. პირის წარმომადგენლად ითვლება პირი, რომლის უფლებამოსილებაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, წარმოიშობა დავალების (ერთჯერადი მინდობილობის ან გენერალური მინდობილობის, ხელშეკრულების ან მისი შემცვლელი დოკუმენტის) საფუძველზე, რომლითაც წარმომადგენელმა შეიძლება იკისროს განსაზღვრული საბაჟო პროცედურის (საბაჟო პროცედურების) განხორციელების ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამ კოდექსის შესაბამისად გასაჩივრების ვალდებულება. 3. წარმომადგენლობა შეიძლება იყოს: ა) პირდაპირი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს სხვა პირის სახელით და მისივე დავალებით; ბ) ირიბი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას მათ დასრულებამდე წარმომადგენელი ისევე ასრულებს ყველა ვალდებულებას, როგორც შეასრულებდა საქონლის მესაკუთრე ან/და მფლობელი ან/და დეკლარანტი, და მას ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს ან/და დეკლარანტს. 5.    საბაჟო ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო წარმომადგენელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს წარუდგინოს დავალება (ერთჯერადი მინდობილობა ან გენერალური მინდობილობა, ან ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი). 6. წარმომადგენლობაზე დავალება (ერთჯერადი მინდობილობა ან გენერალური მინდობილობა, ან ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი) არ მოითხოვება, თუ საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგა­ნიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება თავისივე ბეჭდით დამოწმებული (მისი არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვა), – შესაბამისი დოკუმენტით. 7. წარმომადგენელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად, უფლება აქვს, განახორციელოს საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასთან, რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურები. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2192 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.298 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  2. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 25 მარ. 2008 – 19 ნოე. 2009 ტექსტი უცნობია

  4. 9 აგვ. 2006 – 1 იან. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  2. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010

    მე-8 მუხლის მე-2–მე-7 ნაწილები ახლებურად ჩამოყალიბდა: ამოღებულია საფოსტო გადამზიდველის წარმომადგენლობა და 50 000 ლარის საბანკო გარანტიის წესი, შემოვიდა წარმომადგენლის პასუხისმგებლობის, დოკუმენტების წარდგენის, დავალების გარეშე წარმომადგენლობისა და დეკლარაციასთან დაკავშირებული პროცედურების ახალი წესები.

  3. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    მე-4 ნაწილში წარმომადგენლის მითითება „საბაჟო პროცედურების განხორციელებისას“ შეიცვალა საბაჟო დეკლარირებისა და დეკლარირებული მონაცემების რეგისტრაციის, შემოწმების მითითებით. ასევე ახლებურად ჩამოყალიბდა წინადადება გარანტიის წესების დადგენის შესახებ: წესები დგინდება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

  4. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    მე-8 მუხლი სრულად გადაწყობილია: წარმომადგენლის განმარტება და პირდაპირი/ირიბი წარმომადგენლობა ცალკე ნაწილებშია, წარმომადგენელი შეიძლება იყოს 50 000 ლარის საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი პირი, ხოლო დაემატა ტრანზიტის გამონაკლისი, წარმომადგენლის ვალდებულებების და დავალების წარდგენის წესები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8687151565709611337415617 (დ…1415138
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…