საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 69. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ორგანო დაუყოვნებლივ ახორციელებს ამ კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციას, თუ უზრუნველყოფილია დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის წარდგენა საბაჟო ორგანოში და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.თუ დაცული არ არის საბაჟო დეკლარაციის ფორმა და მისი შევსების წესი, თანმხლები დოკუმენტები შესაბამის დარღვევაზე მითითებით დაუყოვნებლივ უბრუნდება დეკლარანტს.

3.რეგისტრაციის დღიდან საბაჟო დეკლარაცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი საბუთი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.საქონლის მიმართ გამოიყენება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი შესაბამისი საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5.საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, დაბრუნებისა და რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო ორგანო დაუყოვნებლივ ახორციელებს ამ კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციას, თუ უზრუნველყოფილია დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის წარდგენა საბაჟო ორგანოში და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ დაცული არ არის საბაჟო დეკლარაციის ფორმა და მისი შევსების წესი, თანმხლები დოკუმენტები შესაბამის დარღვევაზე მითითებით დაუყოვნებლივ უბრუნდება დეკლარანტს. 3. რეგისტრაციის დღიდან საბაჟო დეკლარაცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი საბუთი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. საქონლის მიმართ გამოიყენება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი შესაბამისი საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, დაბრუნებისა და რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
681110676419117 (დ…5 (და…38 (დ…5989829669
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…,,მეწარმეთა და არასამე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…