საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 9. საბაჟო გადაწყვეტილება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებისას საბაჟო ორგანო საკუთარი ინიციატივით ან პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი ან ზეპირი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე იღებს საბაჟო გადაწყვეტილებას.

2.პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში მიღებული უნდა იქნეს წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3.წერილობით საბაჟო გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) გადაწყვეტილების მიმღები საბაჟო ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) გადაწყვეტილების სახელწოდება, ნომერი და მიღების თარიღი; გ) იმ პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისამართი), რომლის მიმართაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება; დ) გადაწყვეტილების მიღების საფუძველი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის აქტის ნორმებზე მითითებით; ე) გადაწყვეტილების შინაარსი; ვ) საბაჟო სანქციები, რომლებიც გამოიყენება ამ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში; ზ) გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი; თ) გადაწყვეტილების მიმღები საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა.

4.საბაჟო გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებისას საბაჟო ორგანო საკუთარი ინიციატივით ან პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი ან ზეპირი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე იღებს საბაჟო გადაწყვეტილებას. 2. პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში მიღებული უნდა იქნეს წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 3. წერილობით საბაჟო გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) გადაწყვეტილების მიმღები საბაჟო ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) გადაწყვეტილების სახელწოდება, ნომერი და მიღების თარიღი; გ) იმ პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისამართი), რომლის მიმართაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება; დ) გადაწყვეტილების მიღების საფუძველი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის აქტის ნორმებზე მითითებით; ე) გადაწყვეტილების შინაარსი; ვ) საბაჟო სანქციები, რომლებიც გამოიყენება ამ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში; ზ) გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი; თ) გადაწყვეტილების მიმღები საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა. 4. საბაჟო გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 9 1 . წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება 1. პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე შემოსავლების სამსახური იღებს წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებას საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს ყველა საბაჟო ორგანოსათვის მხოლოდ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია (გამოცემულია) აღნიშნულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე და დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება. 3. წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება მოქმედებს მიღებიდან (გამოცემიდან) ერთი წლის განმავლობაში, თუ არ მოხდა მისი ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება ან არარად აღიარება. 4. წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13²2684746¹6417 (დ…15 (დ…15¹ (…111617129
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…უძრავ ნივთებზე უფლებათ…