საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 92⁵. გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის 92 4 მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, საბაჟო ორგანოს გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში, საბაჟო ორგანოს უფროსის წერილობითი ბრძანების საფუძველზე უფლება აქვს წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩაატაროს გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმება.

2.გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევა დგება, როდესაც საბაჟო ორგანო მიიჩნევს, რომ დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი გეგმავს თავი აარიდოს საბაჟო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, საბაჟო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების განადგურებით, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ანდა სხვა ღონისძიებების გატარებით.

3.საბაჟო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს და ნებართვა მიიღოს სასამართლოსგან საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარების შესახებ.

4.სასამართლოსგან ნებართვის მიღებამდე საბაჟო შემოწმების ჯგუფის წევრებს უფლება არა აქვთ დაიწყონ გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების პროცედურები. საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ მხოლოდ დალუქონ დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის ის დოკუმენტები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც აუცილებელია საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩასატარებლად. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁴21⁴⁶142652646417 (დ…17² (…5 (და…154132792⁵
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…