Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 92⁴

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 92⁴. გასვლითი საბაჟო შემოწმება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საბაჟო კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.გასვლითი საბაჟო შემოწმებით გათვალისწინებულია დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობის ადგილზე საბაჟო გადასახდელის გამოანგარიშებასა და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების დაცვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრული ან შერჩევითი შემოწმება.

2.გასვლითი საბაჟო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანებას უნდა დაერთოს გასვლითი საბაჟო შემოწმების პროცესში შესასრულებელ იმ მოქმედებათა ჩამონათვალი, რომლებიც შემოწმების პროგრამითაა გათვალისწინებული.

3.გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ დეკლარანტის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს.

4.გასვლითი საბაჟო შემოწმება შეიძლება იყოს მიმდინარე ან საკონტროლო.

5.მიმდინარე გასვლითი საბაჟო შემოწმება ტარდება საბაჟო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს ერთხელ, რის თაობაზედაც დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება შემოწმების დაწყებამდე არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო შემოწმება უნდა დაიწყოს გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში დასაბუთებული მიზეზით შეუძლებელი ხდება შემოწმების დაწყება, წერილობითი შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე ეცნობება დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს მიმდინარე გასვლითი საბაჟო შემოწმების საფუძველი და საგანი, ასევე შემოწმების ჩატარების სავარაუდო დრო.

6.საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმება ტარდება წერილობითი შეტყობინების გარეშე. საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე, თუ: ა) ბოლო საბაჟო შემოწმებისას გამოვლინდა დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიერ საბაჟო ვალდებულებათა მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტები ან არსებობს სხვა ფაქტები, რომლებიც ადასტურებს ასეთი დარღვევის შემთხვევებს; ბ) საბაჟო ორგანოში წარდგენილი საბაჟო დეკლარაციებით და სხვა დოკუმენტებით არ დასტურდება დაბეგვრის ობიექტებისა და გამოანგარიშებული გადასახადების რეალობა; გ) წარდგენილი არ არის საბაჟო დეკლარაცია ან გადასახადის გამოსაანგარიშებლად ან/და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები; დ) არსებობს სანდო ინფორმაცია საქონლის არასწორად კლასიფიცირების შესახებ, რომლის შედეგადაც თავი იქნა არიდებული საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებისათვის; ე) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივად გაშვებული საქონელი არ გამოიყენება მიზნობრივი დანიშნულებით ან საბაჟო პროცედურების დარღვევით გამოიყენება სხვა მიზნობრივი დანიშნულებით.

7.გასვლითი საბაჟო შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვისა. აუცილებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლება აქვს ეს ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 1 თვისა. საჭიროების შემთხვევაში შემოწმების 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა იმ საწარმოში, რომლის მიერ საბაჟო ორგანოში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება წინა 3 კალენდარული წლიდან ერთი წლის განმავლობაში მაინც აღემატებოდა 20 მილიონ ლარს.

8.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ვადის დინება წყდება: ა) საბაჟო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, როდესაც გასვლითი საბაჟო შემოწმებისას მიღებული ინფორმაციის უტყუარობის გადასამოწმებლად საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში იგზავნება სათანადო მოთხოვნა; ბ) ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის პირობების დადგომისას.

9.გასვლითი საბაჟო შემოწმების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე ვალდებულია შექმნას საბაჟო შემოწმების ჯგუფი.

10.საბაჟო შემოწმების ჯგუფი ვალდებულია დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს წარუდგინოს აღნიშნული ჯგუფის წევრთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, საბაჟო ორგანოს უფროსის ბრძანება საბაჟო შემოწმების ჯგუფის შექმნის შესახებ, შემოწმების პროგრამა და დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის უფლებების განმარტებითი ბარათი, საბაჟო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ბრძანება შესაბამისი გასვლითი საბაჟო შემოწმების დანიშვნის შესახებ. საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმებისას საბაჟო შემოწმების ჯგუფი ვალდებულია ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს წარუდგინოს მოსამართლის ბრძანება საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების დანიშვნის თაობაზე, გარდა ამ კოდექსის 92 5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

11.დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი ვალდებულია გასვლითი საბაჟო შემოწმებისას საბაჟო შემოწმების ჯგუფს შეუქმნას ისეთი სამუშაო პირობები, როგორიც, ჩვეულებრივ, არსებობს დეკლარანტთან ან/და სხვა ვალდებულ პირთან.

12.თუ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები შეიძლება განადგურდეს, დამალულ იქნეს, შესწორდეს ან შეიცვალოს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიერ დამოწმებული ასლი. დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირი უფლებამოსილია ამოიღოს აღნიშნული დოკუმენტის ან სხვა მასალის დედანი. მან უნდა შეადგინოს აღნიშნული დოკუმენტის ან სხვა მასალის დედნის ამოღების აქტი, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს, გადაიღოს აღნიშნული დოკუმენტის ან სხვა მასალის ასლი და 5 დღის ვადაში დედანი დაუბრუნოს დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს.

13.მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობის იმავე პერიოდში უკვე შემოწმებული საკითხის მიმართ გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარება. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 92³შემდეგი მუხლი 92⁵

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №15

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 264გასვლითი საგადასახადო შემოწმება
  • 265გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება
  • 64საგადასახადო მოთხოვნა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 96რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება
  • 30საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი
  • 27საბაჟო კონტროლი და რისკის მართვა

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 14კონტროლი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
142642656417 (დ…5 (და…796302792⁴
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…სახელმწიფო საზღვრის რე…გადასახადების ადმინისტ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს სახელმწიფო…