Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 2⁴

„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 2⁴. ცვლილებების შეტანა რეესტრში

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ი“, ,,კ“, ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო მონაცემების თითოეული ცვლილება შეტანილ იქნება რეესტრში სასაქონლო ნიშნის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

2.თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი საქპატენტში შეიტანს განცხადებას 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ი“, ,,კ“, ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ, აღნიშნული ცვლილებები  რეესტრში შედის ცვლილებების შეტანისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. საფასური გადახდილი უნდა იყოს საქპატენტში განცხადების შეტანიდან  ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების  განუხილველად დატოვების შესახებ. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,კ“ და ,,მ“  ქვეპუნქტებთან დაკავშირებული ცვლილებები დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სასაქონლო ნიშნის უმნიშვნელო ცვლილება ან საქონლის ჩამონათვლის შემცირება.

3.რეესტრში შეტანილი ცვლილებები ქვეყნდება მომდევნო ბიულეტენში და ცვლილებები შეტანილ იქნება მოწმობაში.

4.სასაქონლო ნიშანზე უფლების გადაცემის შემთხვევაში,  საქონლის მთელი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ, გადაცემის შესახებ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე ხდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა რეესტრსა და სასაქონლო ნიშნის მოწმობაში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული საფასური გადახდილი უნდა იყოს საქპატენტში განცხადების შეტანიდან  ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების  განუხილველად დატოვების შესახებ.

5.იმ შემთხვევაში, როდესაც უფლების გადაცემის ხელშეკრულება საქპატენტს წარედგინება წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) მიერ, ხელშეკრულებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მფლობელის ან უფლებამონაცვლის მიერ გაცემული მინდობილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაცემის ხელშეკრულება არ განიხილება.

6.თუ „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ წარდგენილი საბუთების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნის გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას იმ საქონლის თვისებების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის, მწარმოებლის ან სხვა მახასიათებლების შესახებ, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, უფლებამონაცვლეს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება, საქონლის ჩამონათვალიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე „საქპატენტი“ რეესტრში არ შეიტანს ცნობას გადაცემის შესახებ, ვიდრე არ მიიღებს უფლებამონაცვლის თანხმობას ჩამონათვლიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო ნიშანზე უფლების გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას საქონლის მთლიანი ჩამონათვალის თვისების, ხარისხის ან გეოგრაფიული წარმოშობის შესახებ, საქპატენტს ცვლილებები რეესტრსა და მოწმობაში არ შეაქვს და უფლებამონაცვლეს ეგზავნება შესაბამისი წერილობითი შეტყობინება.

7.თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელმა გასცა ლიცენზია სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე, სალიცენზიო ხელშეკრულება რეგისტრირდება და შესაბამისი მონაცემები შეიტანება რეესტრში, სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული საფასური გადახდილი უნდა იყოს საქპატენტში განცხადების შეტანიდან  ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების  განუხილველად დატოვების შესახებ.

8.თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი საქპატენტში შეიტანს განცხადებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების, ბათილად ცნობის ან აღდგენის შესახებ, საქპატენტს შესაბამისი ცვლილებები შეაქვს რეესტრში.

წინა მუხლი 2³შემდეგი მუხლი 2⁵

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2024-06-26 · №4

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 19რეესტრში ცვლილებების შეტანა
  • 17სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია
  • 25სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 7ცვლილება საქონლის სპეციფიკაციაში

მეწარმეთა შესახებ

  • 12რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია

დიზაინის შესახებ

  • 11განაცხადი
  • 28დიზაინის რეგისტრაციის გაუქმება

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 13მომსახურების საფასურის გადახდის წესი

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 64საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებისა და დამატების შეტანა

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 40¹გაცემულ პატენტში ცვლილებების შეტანა
  • 40პატენტის რეგისტრაცია, პატენტის გამოქვეყნება და საპატენტო სიგელის გაცემა
  • 47მომსახურების საფასური

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40¹4047191725131128641272⁴
მნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…საქონლის ადგილწარმოშობ…მეწარმეთა შესახებდიზაინის შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო