Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 12

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 12. რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:კორპორატიული მდივანიაქციებით ტრანზაქციებიIP მონეტიზაციატელემედიცინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს.

2.რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება ხორციელდება სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე, თუ წესდებით ან ამ ცვლილების რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი გარიგებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდების ცვლილების მოთხოვნა შეიძლება წარადგინოს აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა − „საქპატენტმა“.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის გარდა, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება წილის გასხვისების შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე წილის გამსხვისებელი პარტნიორის ან შემძენის მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მემკვიდრეობის შემთხვევაში − მემკვიდრის/მემკვიდრეების მოთხოვნის საფუძველზე. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება შეიძლება განხორციელდეს ასევე ნებისმიერი პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე. რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში პარტნიორის წილობრივი მონაწილეობის ცვლილება, აგრეთვე ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება შეიძლება განხორციელდეს ასევე შესაბამისი პარტნიორის მიმართვის საფუძველზე.

4.თუ სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით სხვა წესი არ არის დადგენილი, წესდების ცვლილებას ხელს აწერს პარტნიორთა საერთო კრების/აქციონერთა საერთო კრების/კოოპერატივის წევრთა საერთო კრების (შემდგომ − საერთო კრება) თავმჯდომარე. თუ საერთო კრებას ნოტარიუსი ესწრება, საერთო კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს ნოტარიუსიც. თუ სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წესდების ცვლილებაზე ან მის ახალ რედაქციაზე პარტნიორების ხელმოწერები საჭირო არ არის. წესდების ცვლილების დამოწმებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი.

5.რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების განსახორციელებლად წარდგენილი გარიგება დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

6.სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ცვლილების ტექსტთან ერთად უნდა წარედგინოს სადამფუძნებლო შეთანხმების კონსოლიდირებული ტექსტი. წარდგენილი კონსოლიდირებული ტექსტის ხარვეზი რეგისტრაციის შემაფერხებელი გარემოებაა.

7.მეწარმის რეგისტრირებული მონაცემის ცვლილება ხორციელდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

8.წილზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია ხორციელდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით.

9.თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კომანდიტურ საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის შემძენმა პირმა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად მოითხოვა ისეთი ცვლილების განხორციელება, რომლის საფუძვლად არსებულ საკითხთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება შეეძლო მიეღო მას, როგორც წილის მესაკუთრეს, წილის მესაკუთრედ მისი რეგისტრაციის შემდეგ გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულად მიიჩნევა.

10.„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების განსახორციელებლად დაინტერესებული პირი წარადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობას, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

11.რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეგისტრირებული მონაცემის ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე რეესტრში დაუყოვნებლივ რეგისტრირდება. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3452 - ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. 2. რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება ხორციელდება სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე, თუ წესდებით ან ამ ცვლილების რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი გარიგებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდების ცვლილების მოთხოვნა შეიძლება წარადგინოს აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა − „საქპატენტმა“. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის გარდა, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება წილის გასხვისების შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე წილის გამსხვისებელი პარტნიორის ან შემძენის მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მემკვიდრეობის შემთხვევაში − მემკვიდრის/მემკვიდრეების მოთხოვნის საფუძველზე. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება  შეიძლება განხორციელდეს ასევე ნებისმიერი პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე. რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში პარტნიორის წილობრივი მონაწილეობის ცვლილება, აგრეთვე ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება შეიძლება განხორციელდეს ასევე შესაბამისი პარტნიორის მიმართვის საფუძველზე. 4. თუ სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით სხვა წესი არ არის დადგენილი, წესდების ცვლილებას ხელს აწერს პარტნიორთა საერთო კრების/აქციონერთა საერთო კრების/კოოპერატივის წევრთა საერთო კრების (შემდგომ − საერთო კრება) თავმჯდომარე. თუ საერთო კრებას ნოტარიუსი ესწრება, საერთო კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს ნოტარიუსიც. თუ სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წესდების ცვლილებაზე ან მის ახალ რედაქციაზე პარტნიორების ხელმოწერები საჭირო არ არის. წესდების ცვლილების დამოწმებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი. 5. რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების განსახორციელებლად წარდგენილი გარიგება დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. 6. სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ცვლილების ტექსტთან ერთად უნდა წარედგინოს სადამფუძნებლო შეთანხმების კონსოლიდირებული ტექსტი. წარდგენილი კონსოლიდირებული ტექსტის ხარვეზი რეგისტრაციის შემაფერხებელი გარემოებაა. 7. მეწარმის რეგისტრირებული მონაცემის ცვლილება ხორციელდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. 8. წილზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია ხორციელდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით. 9. თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კომანდიტურ საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის შემძენმა პირმა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად მოითხოვა ისეთი ცვლილების განხორციელება, რომლის საფუძვლად არსებულ საკითხთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება შეეძლო მიეღო მას, როგორც წილის მესაკუთრეს, წილის მესაკუთრედ მისი რეგისტრაციის შემდეგ გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულად მიიჩნევა. 10. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების განსახორციელებლად დაინტერესებული პირი წარადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობას, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 11. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეგისტრირებული მონაცემის ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე რეესტრში დაუყოვნებლივ რეგისტრირდება. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3452 - ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რეესტრში რეგისტრაცია3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წილების გადაცემის პროცედურები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • IP გაყიდვა და ტრანსფერი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დომენის სახელების დავებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ნოე. 2025 · №13

  • 4 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4მუხლი 5მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 64გარდაქმნის რეგისტრაცია
  • 8მეწარმის რეგისტრაცია
  • 11ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 31არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებების რეგისტრაცია

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 5მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრი

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20¹მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების  პრინციპები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 6 (დანართი 1)სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება
  • 11³ (დანართი 1)საწარმოს პარტნიორთა/მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 4ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁷სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვის ადგილის განსაზღვრა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 85ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული პირების საფირმო სახელწოდება

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 4საკრედიტო კავშირის რეგისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
420¹309²⁷3156 (და…11³ (…4854566481112
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…,,მეწარმეთა და არასამე…საჯარო რეესტრის შესახე…გადასახადების ადმინისტ…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026