1.უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
2.უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, თუ რა ვადით და ვის სასარგებლოდ უნდა მოხდეს ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია.
3.უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4.უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია უქმდება:
ა) იმ უფლების რეგისტრაციით, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა წინასწარი რეგისტრაცია;
ბ) ვადის გასვლით, თუ ვადა დადგენილი იყო;
გ) მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნით.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4741-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.155
საქართველოს 2007 წლის 18დეკემბრის კანონი №5647-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.427
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.2. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, თუ რა ვადით და ვის სასარგებლოდ უნდა მოხდეს ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია.3. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.4. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია უქმდება:ა) იმ უფლების რეგისტრაციით, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა წინასწარი რეგისტრაცია;ბ) ვადის გასვლით, თუ ვადა დადგენილი იყო;გ) მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნით.საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4741-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.155საქართველოს 2007 წლის 18დეკემბრის კანონი №5647-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.427
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №2 · ძალაშია 27 დეკ. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 22 მაი. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
წინასწარი რეგისტრაციის განცხადებას დაინტერესებული პირი წარადგენს, მე-3 პუნქტში გამორიცხვის წესს დაემატა მხარეთა შეთანხმებით გამონაკლისი, ხოლო მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გაუქმება ხდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, დაინტერესებული პირის მოთხოვნით.
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.
ლიანა ზაგაშვილი
ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი