Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებმუხლი 3

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2025
თემები:შრომითი და დასაქმების დანაშაულებისქესობრივი დანაშაულებისაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგიინტელექტუალური საკუთრების დანაშაულებისხეულის დაზიანება და ცემაგატაცება და თავისუფლების წინააღმდეგ დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 და 143 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის თანხმობას მის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არ ენიჭება; ბ) შანტაჟი – პირის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება მისთვის ან მისი ახლობლებისათვის სახელის გამტეხი ან სხვა საზიანო ცნობების გახმაურების მუქარით; გ) უმწეო მდგომარეობა – მდგომარეობა, როდესაც პირი სხვა პირზე მატერიალურად ან სხვაგვარად არის დამოკიდებული, როდესაც პირს შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლია რეალურად შეაფასოს არსებული ვითარება, როდესაც პირს არ გააჩნია სხვა რეალური საშუალება, გარდა იმისა, რომ დაემორჩილოს მის მიმართ გამოყენებულ ძალადობას; დ) ექსპლუ ატაცია – დამნაშავის მიერ მატერიალური ან სხვაგვარი სარგებლის მიღების მიზნით: დ.ა) შრომის ან მომსახურების გაწევის იძულება; დ.ბ) სექსუალური მომსახურების გაწევის იძულება; დ.გ) პირის დანაშაულებრივ საქმიანობაში, პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმა; დ.დ) ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის იძულებით ან მოტყუებით ამოღება, გადანერგვა ან სხვაგვარად გამოყენება; დ.ე) ადამიანის მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება; ე) იძულებითი შრომა – ნებისმიერი სამუშაო ან მომსახურება, რომელიც მიიღება პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულებით, მის მიმართ მუქარის, შანტაჟის ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით; ვ) სექსუალური ექსპლუატაცია – პირის ჩაბმა პროსტიტუციაში, სხვა სახის სქესობრივ მომსახურებაში ან პორნოგრაფიული მასალის წარმოებაში მის მიმართ მუქარის, ძალადობის, იძულების, შანტაჟის ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან სამუშაოს ხასიათისა და პირობების შესახებ ყალბი ინფორმაციის მიწოდებით; ზ) მონობის მსგავსი მდგომარეობა – „მონობის, მონათვაჭრობისა და მონობის მსგავსი ინსტიტუტებისა და ჩვეულებების გაუქმების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1956 წლის 7 სექტემბრის დამატებითი კონვენციით განსაზღვრული პირის სტატუსი ან მდგომარეობა; თ) ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება − ადამიანისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც ის ანაზღაურებით, არაადეკვატური ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე, სხვა პირის სასარგებლოდ ასრულებს სამუშაოს ან ეწევა მომსახურებას და მას არ შეუძლია ამ გარემოების შეცვლა ამ პირზე დამოკიდებულების გამო. პირზე დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს, მათ შორის: თ.ა) პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით ან განზრახ ხელყოფით; თ.ბ) თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით ან თავისუფალი გადაადგილების კონტროლით; თ.გ) ოჯახის წევრთან ან სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტის, შეზღუდვით ან კონტროლით; თ.დ) იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნით; ი) ადამიანით მოვაჭრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; კ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – პირი, რომელსაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მიჩნეულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად; ლ) წარმოშობის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის მოქალაქე ან რომელში მუდმივად მცხოვრები პირი არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი; მ) დანიშნულების სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზედაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს უწევენ ექსპლუატაციას; ნ) ტრანზიტის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიის გავლითაც ხორციელდება ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); ო) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომლის მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა სახის მომსახურება მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მიზნით; პ) დაზარალებული – პირი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნობილია დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ჟ) არასრულწლოვანი – პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 18 წელს. საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2474 - ვებგვერდი, 04.06.2014წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6824 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 1 იან. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2021 – 1 სექ. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 1 ოქტ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2020
  2. 18 ივნ. 2014· გამოქვეყნდა 4 ივნ. 2014

    მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში ექსპლუატაცია ახლა განისაზღვრება დამნაშავის მიერ სარგებლის მიღების მიზნით ჩადენილი ხუთი ქმედებით (დ.ა–დ.ე), რომელშიც პორნოგრაფიაში ჩაბმა და ორგანოს მოტყუებით ამოღება პირდაპირ არის დასახელებული. „თ“ ქვეპუნქტში მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება განისაზღვრა დამოკიდებულების გამო მდგომარეობის შეცვლის შეუძლებლობით და დამოკიდებულების გამომწვევი გარემოებების ჩამონათვალით (თ.ა–თ.დ).

  3. 30 აპრ. 2012

    მე-3 მუხლს დაემატა „ჟ“ ქვეპუნქტი, რომელიც განმარტავს ტერმინს „არასრულწლოვანი“ როგორც პირს, რომლის ასაკი არ აღემატება 18 წელს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ადამიანით ვაჭრობა / ტრეფიკინგი (მუხლი 143¹) - ადვოკატი9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა (მუხლი 143) - ადვოკატი9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება (მუხლი 138) - ადვოკატი9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წამება და დამამცირებელი მოპყრობა (მუხლი 144¹) - ადვოკატი9 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2 აპრ. 2025 · №19

  • 3 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 143²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 13ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებანი
  • 14ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა
  • 2კანონის მიზანი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 143¹ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
  • 143³ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა
  • 143²არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 172³პროსტიტუცია

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 57ბავშვით ვაჭრობის აკრძალვა

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
143²143¹143³12131424172³5723
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ადამიანით ვაჭრობის (ტრ…ქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს ადმინისტრა…ნარკოტიკული დანაშაულის…ტერორიზმთან ბრძოლის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 2 აპრ. 2025 · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026