საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 16 (დანართი 1). ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება უნდა განხორციელდეს მოქმედი წესების შესაბამისად.

2.ლაბორატორიული სინჯების აღებისას დანართ №1-ით გათვალისწინებული დოკუმენტი არ შედგება და შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, ლუქის ნომრები) აისახება ინსპექტირების აქტებში.

3.საავტომობილო ბენზინისა და დიზელის სინჯების აღება ხდება მისი შესყიდვით, რომლის ხარჯებსაც გაიღებს დეპარტამენტი. საავტომობილო საწვავის (ბენზინი/დიზელი) სინჯების აღება და დალუქვა ხდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან: ა) ერთი ეგზემპლარი ხარისხობრივი ნორმების განსაზღვრის მიზნით იგზავნება ლაბორატორიაში, რომლის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა არ წარმოადგენს საქართველოში საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის იმპორტს ან/და რეალიზაციას. ბ) მეორე ეგზემპლარი ინახება დეპარტამენტში არანაკლებ ოთხი თვის ვადით; გ) მესამე ეგზემპლარი რჩება რეგულირების ობიექტთან. ასეთ შემთხვევაში, მესამე ეგზემპლარის შესყიდვა დეპარტამენტის მიერ არ ხორციელდება.

4.ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი ხორციელდება დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ შესაბამისი გაზომვების ჩატარებით ან/და ორგანოლეპტიკური შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევაში დათვალიერების შესახებ ინსპექტირების აქტი არ შედგება. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №454 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №311 – ვებგვერდი, 16.08.2023წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 30 აპრილის დადგენილება №172 - ვებგვერდი, 01.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
198¹25¹¹91³1256784823 (და…1 (და…9 (და…98976916 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…პროდუქტის უსაფრთხოების…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა