საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 98. საქონლის ნაწილობრივი დათვალიერება და საქონლის ნაწილიდან სინჯის ან/და ნიმუშის აღება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქონლის ნაწილობრივი დათვალიერების ან საქონლის ნაწილიდან აღებული სინჯის ან/და ნიმუშის ანალიზის შედეგები ვრცელდება ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ მთელ საქონელზე, თუ საბაჟო ორგანო ახორციელებს ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის ნაწილის დათვალიერებას ან საქონლის ნაწილიდან სინჯის ან/და ნიმუშის აღებას.

2.თუ დეკლარანტი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს დანარჩენ საქონელზე, მას უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის დამატებითი დათვალიერების განხორციელება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ საქონელი გაშვებული არ არის ან საქონელი გაშვებულია, მაგრამ დეკლარანტი დაადასტურებს, რომ მას არანაირი ცვლილება არ განუცდია.

3.თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია საქონლის რამდენიმე სახეობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიზნებისთვის საქონლის თითოეული სახეობის შესახებ მონაცემები ცალ-ცალკე დეკლარირებულად მიიჩნევა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქონლის ნაწილობრივი დათვალიერების ან საქონლის ნაწილიდან აღებული სინჯის ან/და ნიმუშის ანალიზის შედეგები ვრცელდება ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ მთელ საქონელზე, თუ საბაჟო ორგანო ახორციელებს ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის ნაწილის დათვალიერებას ან საქონლის ნაწილიდან სინჯის ან/და ნიმუშის აღებას. 2. თუ დეკლარანტი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს დანარჩენ საქონელზე, მას უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის დამატებითი დათვალიერების განხორციელება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ საქონელი გაშვებული არ არის ან საქონელი გაშვებულია, მაგრამ დეკლარანტი დაადასტურებს, რომ მას არანაირი ცვლილება არ განუცდია. 3. თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია საქონლის რამდენიმე სახეობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიზნებისთვის საქონლის თითოეული სახეობის შესახებ მონაცემები ცალ-ცალკე დეკლარირებულად მიიჩნევა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹1212618977 (დ…16 (დ…7971013062498
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს სისხლის სა…გადასახადების ადმინისტ…საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა