კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 12. ელექტრონული თვალთვალი

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 6 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ელექტრონული თვალთვალის განსახორციელებლად სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

2.ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვის შესახებ შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს: ა) ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების დასაბუთებას; ბ) დასაბუთებას, რომ ელექტრონული თვალთვალის განხორციელება აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად და იგი მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალებაა; გ) დასაბუთებას, რომ კონტრდაზვერვითი ინფორმაცია ელექტრონული თვალთვალის განხორციელების გარეშე ვერ მოიპოვება; დ) მითითებას მოთხოვნილი ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების სახის შესახებ; ე) ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების შესახებ დეტალურ მონაცემებს (სავალდებულო არ არის ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემთხვევაში, თუ ღონისძიების მიზანი ამ ობიექტის/ობიექტების იდენტიფიცირებაა); ვ) დეტალურ მონაცემებს ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების შესახებ, რომლის/რომელთა კონტროლიც უნდა განხორციელდეს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ფარგლებში. საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №484 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.441 საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №93111.04.2017კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 მარ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 7 ნოე. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 მარ. 2017

    პირველ პუნქტში შუამდგომლობას ახლა სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი აღძრავს თვალთვალის განსახორციელებლად; მე-2 პუნქტი ახლებურად განსაზღვრავს შუამდგომლობის შინაარსს და აღარ შეიცავს პროკურორის დათანხმების ნორმას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁶⁶21⁶⁷4³10¹131091414¹14¹⁰751626135812
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონტრდაზვერვითი საქმია…ქალთა მიმართ ძალადობის…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…საჯარო სამართლის იურიდ…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა