Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებმუხლი 9

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 9. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებები

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 6 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებებია: ა) ოპერატიული ღონისძიებები – ოპერატიული საქმიანობის ნაწილი; ისინი ხორციელდება უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ღია ან/და ფარული მეთოდების გამოყენებით. ოპერატიული ღონისძიებების სახეები განისაზღვრება სპეციალური სამსახურების სამართლებრივი აქტებით; ბ) ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები – ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის ნაწილი; ისინი ხორციელდება უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

2.ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებებია: ა) ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა; ბ) ფარული კინო- და ფოტოგადაღება; გ) სატელევიზიო კამერების და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება; დ) ელექტრონული თვალთვალი; ე) საფოსტო კორესპონდენციის კონტროლი; ვ) სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება; ზ) ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება.

3.ელექტრონული თვალთვალის სახეებია: ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ბ) ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; გ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 14 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 დეკ. 2018 – 30 მარ. 2020 ტექსტი უცნობია

  2. … – 7 ნოე. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 მარ. 2020· გამოქვეყნდა 27 მარ. 2017

    სპეციალური ღონისძიებების ჩამონათვალს დაემატა სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგი და ახალი მე-3 პუნქტი, რომელიც ელექტრონული თვალთვალის სამ სახეს ასახელებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 დეკ. 2018 · №7

  • 1 ცვლილება · ბოლო 27 მარ. 2017
  • ციტირებულია 14 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11მუხლი 12მუხლი 13მუხლი 14⁵მუხლი 14⁸მუხლი 2ელექტრონული კომუნი… 2საჯარო სამართლის ი… 10საჯარო სამართლის ი… 2საჯარო სამართლის ი… 25საჯარო სამართლის ი… 26საჯარო სამართლის ი… 8საჯარო სამართლის ი… 9საქართველოს 2026 წ… 15

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
  • 10კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები
  • 11კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელების ზოგადი წესი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 143¹ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეები

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 10სადაზვერვო დაწესებულებების უფლება-მოვალეობანი
  • 2სადაზვერვო საქმიანობა
  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 14ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება, შენახვა, გაცემა და განადგურება

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 1ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა
  • 7ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ცნება
  • 3ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
112121314⁵14⁸102210252689159
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონტრდაზვერვითი საქმია…საჯარო სამართლის იურიდ…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს 2026 წლის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 დეკ. 2018 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026