Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებმუხლი 14

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 14. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელების უფლება

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 6 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის აუცილებელი, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების გარეშე დაწყების შესახებ. ასეთ შემთხვევაში სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დაწყებიდან 24 საათში მიმართოს მას შესაბამისი შუამდგომლობით. ამ შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები და ის გარემოებები, რომლებმაც განაპირობა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების გადაუდებლად დაწყება.

2.ზედამხედველი მოსამართლე განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შუამდგომლობას ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. თუ იგი არ გასცემს ბრძანებას, რომელიც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების უფლებას იძლევა, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია უნდა განადგურდეს.

3.უფლებამოსილი ორგანო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ელექტრონული ან მატერიალური სახით სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელს გადასცემს მხოლოდ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, უფლებამოსილი ორგანოსგან წერილობით გამოითხოვოს გამოთხოვის მომენტისთვის ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია ელექტრონული ეგზემპლარის სახით. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ზედამხედველი მოსამართლე უზრუნველყოფს მის დადგენილი წესით განადგურებას.

4.ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ანადგურებს ამ კანონის 14 3 მუხლით დადგენილი წესით, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.

5.უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების ელექტრონულ ეგზემპლარს დაუყოვნებლივ აწვდის ზედამხედველ მოსამართლეს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 მარ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 7 ნოე. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 მარ. 2020· გამოქვეყნდა 27 მარ. 2017

    გადაუდებელი აუცილებლობის წესი შეიცვალა: ხელმძღვანელი თვალთვალს მოსამართლის ბრძანების გარეშე იწყებს, 24 საათში მიმართავს სასამართლოს, უარის შემთხვევაში ღონისძიება წყდება და ინფორმაცია ნადგურდება. დაემატა მიღებული ინფორმაციის გადაცემისა და განადგურების, ასევე ხელმძღვანელის გადაწყვეტილების მოსამართლისთვის მიწოდების წესები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 14¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 დეკ. 2018 · №7

  • 1 ცვლილება · ბოლო 27 მარ. 2017
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12მუხლი 13მუხლი 14³

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14¹ელექტრონული კომუნი… 8¹ელექტრონული კომუნი… 8⁴საჯარო სამართლის ი… 13საჯარო სამართლის ი… 16

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 14⁵ზედამხედველი მოსამართლის მიერ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების კონტროლი
  • 14¹ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელება
  • 14⁴ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეწყვეტა და შეჩერება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 26ზედამხედველი მოსამართლის კონტროლი
  • 13ფარული მეთვალყურეობის ღონისძიების განხორციელების საფუძველი
  • 16სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებისა და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელება

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 10¹მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება და განხორციელება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁶⁶ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის წესი
  • 21⁶⁷მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 58ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 75არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 381¹შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁶⁶21⁶⁷10¹14¹121314³14⁵14⁴8¹8⁴1316265814
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონტრდაზვერვითი საქმია…საჯარო სამართლის იურიდ…ელექტრონული კომუნიკაცი…ქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 დეკ. 2018 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026