Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებმუხლი 14⁴

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 14⁴. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეწყვეტა და შეჩერება

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 6 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება წყდება, თუ: ა) შესრულდა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შესახებ ზედამხედველი მოსამართლის ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანა; ბ) დადგინდა გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შესახებ ზედამხედველი მოსამართლის ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება ობიექტურად შეუძლებელია ან ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებას კონტრდაზვერვითი ინფორმაციის მოპოვებისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს; გ) გავიდა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ვადა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ან ზედამხედველი მოსამართლე. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ვადამდე შეწყვეტის შესახებ სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაში ან ზედამხედველი მოსამართლის ბრძანებაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის განადგურების ან შენახვის თაობაზე.

4.ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება შეიძლება შეაჩეროს ზედამხედველმა მოსამართლემ კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, თუ: ა) არ არსებობს ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ; ბ) კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი არ არის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების ელექტრონული ასლი.

5.უფლებამოსილი ორგანო ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დასრულების ან შეწყვეტის შემდეგ ადგენს ოქმს. ოქმში აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი, ღონისძიების დაწყებისა და დასრულების დრო, ელექტრონული თვალთვალის ობიექტი/ობიექტები და ამ ობიექტის/ობიექტების ტექნიკური იდენტიფიკატორი/იდენტიფიკატორები, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შესაბამისი სახე და მისი განხორციელებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ღონისძიების განხორციელების ადგილი, ცნობები ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თაობაზე და ინფორმაცია ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის განადგურების შესახებ.

6.ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების მიმდინარეობისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაიცეს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შუალედური ოქმი.

7.ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმის ერთი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ ორგანოში, ხოლო ორი ეგზემპლარი გადაეცემა სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც უზრუნველყოფს ერთი ეგზემპლარის ზედამხედველი მოსამართლისთვის წარდგენას ამ კანონის 14 5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 მარ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 7 ნოე. 2008 – 30 მარ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 7 ნოე. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 მარ. 2020· გამოქვეყნდა 27 მარ. 2017

    ახალი 14⁴ მუხლი განსაზღვრავს თვალთვალის შეწყვეტის საფუძვლებს, გადაწყვეტილების მიმღებებს, მოსამართლის მიერ შეჩერებას და ოქმის შინაარსს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 14³შემდეგი მუხლი 14⁵

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 დეკ. 2018 · №7

  • 1 ცვლილება · ბოლო 27 მარ. 2017
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14⁵

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14³მუხლი 14⁵საჯარო სამართლის ი… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 14¹ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელება
  • 14⁵ზედამხედველი მოსამართლის მიერ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების კონტროლი
  • 14³ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის შენახვა, გაცემა და განადგურება უფლებამოსილი ორგანოს მიერ

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 10ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტა

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 10¹მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება და განხორციელება

პენიტენციური კოდექსი

  • 58ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁶⁶ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის წესი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 13ფარული მეთვალყურეობის ღონისძიების განხორციელების საფუძველი
  • 26ზედამხედველი მოსამართლის კონტროლი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 143⁶ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტა და შეჩერება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 75არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

  • 10კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების შეჩერება და ხელახალი ამოქმედება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁶⁶1010¹14⁵14³14¹143⁶7521326105814⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონტრდაზვერვითი საქმია…საჯარო სამართლის იურიდ…ოპერატიულ-სამძებრო საქ…ქალთა მიმართ ძალადობის…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 დეკ. 2018 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026