Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებმუხლი 14³

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 14³. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის შენახვა, გაცემა და განადგურება უფლებამოსილი ორგანოს მიერ

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 6 დეკ. 2018
თემები:მონაცემთა დამუშავება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას უფლებამოსილი ორგანო ინახავს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დასრულებიდან ან შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში. სპეციალური სამსახური ვალდებულია აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოს მოპოვებული ინფორმაციის გატანა უფლებამოსილი ორგანოდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო ანადგურებს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.

2.გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების გარეშე დაწყებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას უფლებამოსილი ორგანო ინახავს ელექტრონული თვალთვალის დასრულებიდან ან შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში უფლებამოსილ ორგანოს არ წარედგინება ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება, რომელიც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების უფლებას იძლევა, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ნადგურდება, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.

3.უფლებამოსილი ორგანო აგრეთვე უზრუნველყოფს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული შემდეგი ინფორმაციის განადგურებას და მისი განადგურების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში ასახვას შემდეგ შემთხვევებში: ა) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/ მოპოვებული ინფორმაციისა − ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ზედამხედველი მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე; ბ) ამ კანონის 14 2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციისა − თუ ამ ინფორმაციას არა აქვს ღირებულება კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის; გ) ამ კანონის 14 4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტილი ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციისა − ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4.ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გადაეცემა სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მოპოვებული ინფორმაციის ელექტრონული ეგზემპლარის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის გადაცემის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს გადაცემული ინფორმაციის ელექტრონული ეგზემპლარის განადგურებას, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.

5.ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის შენახვის, გაცემისა და განადგურების წესი განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 მარ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 7 ნოე. 2008 – 30 მარ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 7 ნოე. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 მარ. 2020· გამოქვეყნდა 27 მარ. 2017

    ახალი 14³ მუხლი აწესებს ინფორმაციის შენახვის 10-დღიან ვადას, განადგურების საფუძვლებს, ოქმში ასახვას და გადაცემის წესს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 14²შემდეგი მუხლი 14⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დოკუმენტების განადგურება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამართლებრივი შენახვის ვალდებულება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 დეკ. 2018 · №7

  • 1 ცვლილება · ბოლო 27 მარ. 2017
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14²მუხლი 14⁴მუხლი 14⁵

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14საჯარო სამართლის ი… 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 14⁹ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურება
  • 14¹ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელება
  • 14⁴ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეწყვეტა და შეჩერება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 14ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება, შენახვა, გაცემა და განადგურება
  • 15ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მონაცემთა ცენტრალურ ბანკში შენახვა და გაცემა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁶⁶ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის წესი
  • 21⁶⁷მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 27ინფორმაციის შენახვის წესი და ვადები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 143⁸ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/მასალის განადგურება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 10საქონლის ჩამორთმევა და განადგურება სამსახურის მიერ

პენიტენციური კოდექსი

  • 58ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 83დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების განუხილველად დატოვება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8321⁶⁶21⁶⁷14⁴14²14⁵1414⁹14¹143⁸141510275814³
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონტრდაზვერვითი საქმია…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს ადმინისტრა…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს სისხლის სა…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 დეკ. 2018 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026