ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

მუხლი 22. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევა; ბ) საკრებულოს კომისიების შექმნა, კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა, კომისიების დებულებებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა; გ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა; დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება; ვ) გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარისათვის; ზ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა, მათი საზღვრების დადგენა და მათი გაუქმება; თ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) და საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცება; ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, გამგეობის (მერიის), მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცება; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრა; კ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება; დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება; ლ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი; მ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და მათი განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ავტოსატრანსპორტო გადაყვანის წესების, რეგულირებადი ტარიფების, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა; ნ 1 ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცება; ო) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; პ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება; რ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ს) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ტ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება; უ) ქუჩებისა და მოედნების სახელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება; ქ ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფოს და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასის , თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზაციო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა ; ღ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა; ყ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; შ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხმობის მიცემა თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადებაზე, აგრეთვე თანხმობის მიცემა ისეთი გარიგებების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს; ჩ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება; ც) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოებისა და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა; ც 1 ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით ; ძ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოებს. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის ორგანული კანონი №3680 - სსმ I, №43, 13.11.2006 წ., მუხ.288 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5296 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.347 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის ორგანული კანონი №5463 - სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.371 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №950 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.295 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.357 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №4056 - სსმ I, №74, 24.12.2010 წ.,მუხ.451 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №4131 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ.,მუხ.508 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5663 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის ორგანული კანონი №824 – ვებგვერდი, 06.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1232 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევა; ბ) საკრებულოს კომისიების შექმნა, კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა, კომისიების დებულებებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა; გ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა; დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება; ვ) გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარისათვის; ზ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა, მათი საზღვრების დადგენა და მათი გაუქმება; თ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) და საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცება; ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, გამგეობის (მერიის), მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცება; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრა; კ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება; დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება; ლ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი; მ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და მათი განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ავტოსატრანსპორტო გადაყვანის წესების, რეგულირებადი ტარიფების, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა; ნ 1 ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცება; ო) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; პ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება; რ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ს) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ტ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება; უ) ქუჩებისა და მოედნების სახელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება; ქ ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფოს და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასის , თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზაციო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა ; ღ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა; ყ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; შ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხმობის მიცემა თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადებაზე, აგრეთვე თანხმობის მიცემა ისეთი გარიგებების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს; ჩ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება; ც) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოებისა და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა; ც 1 ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით ; ძ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოებს. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის ორგანული კანონი №3680 - სსმ I, №43, 13.11.2006 წ., მუხ.288 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5296 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.347 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის ორგანული კანონი №5463 - სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.371 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №950 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.295 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის   ორგანული კანონი №2441 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.357 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის  ორგანული კანონი №4056 - სსმ I, №74, 24.12.2010 წ.,მუხ.451 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის  ორგანული კანონი №4131 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ.,მუხ.508 საქართველოს 2011 წლის  28 დეკემბრის ორგანული კანონი №5663 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2013 წლის  12 ივლისის ორგანული კანონი №824 – ვებგვერდი, 06.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1232 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 8 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 6 აგვ. 2013
  2. 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის მოადგილის, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევა.

  3. 22-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტში ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის ნორმები შეიცვალა ავტოსატრანსპორტო გადაყვანის წესებით და რეგულირებადი ტარიფებით, პარკირება ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ხოლო დასკვნითი მითითება კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ამოღებულია.

  4. 22-ე მუხლში დაზუსტდა „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, ხოლო „ვ“–„ც“ ქვეპუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: საკრებულო გამგებელს (მერს) აღარ ირჩევს, თავმჯდომარეს აძლევს თანხმობას დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, და ჩამონათვალი გაფართოვდა.

  5. 22-ე მუხლის „ო“ და „ფ“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტიული გეგმებისა და პრიორიტეტების დამტკიცება საკრებულოს უფლებამოსილებიდან.

  6. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    22-ე მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი ახლა სესხისა და გრანტის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ასახელებს საკრებულოს უფლებამოსილებად; სესხი ეხება მთავრობისაგან ან მთავრობის ნებართვით აღებას.

  7. · გამოქვეყნდა 3 დეკ. 2007

    22-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულია: საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს აღარ განეკუთვნება საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფისა და წესების დადგენა.

  8. „ლ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია იურიდიული პირები და კანონმდებლობით დადგენილი წესის მითითება გადატანილია ბოლოში; „ს“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია ქონება და მიწა და დაემატა კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოთხოვნა.

  9. 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში საკრებულო განსაზღვრავს საკრებულოს თანამდებობის პირების, სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების სარგოს განაკვეთებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
39753913352436512134014116214222
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საბიუჯეტო …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს პარლამენტი…