Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის შესახებმუხლი 39

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

მუხლი 39. გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნის წესი და უფლებამოსილებები

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014
თემები:მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამგებელი (მერი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.

2.საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს თანხმობით თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი (მერი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში.

3.გამგებელი (მერი): ა) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის (დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების) პროექტს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; გ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; დ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე, სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; ე) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე; ვ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს გამგეობის (მერიის) დებულების, გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; თ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს; ი) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; კ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს გამგეობის (მერიის) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის (მერიის) მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას; მ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს და სამართლებრივი აქტების პროექტებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; პ) ახორციელებს გამგეობის (მერიის) დებულებითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4.გამგებლის (მერის) არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გათავისუფლებისას გამგებლის (მერის) მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის (მერის) მოადგილე.

5.საკრებულოს წევრს ეკრძალება გამგებლის (მერის) საქმიანობაში ჩარევა პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის ორგანული კანონი №3680 - სსმ I, №43, 13.11.2006 წ., მუხ.288 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.434 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №950 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.295 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.357 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5663 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გამგებელი (მერი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს თანხმობით თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი (მერი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში. 3. გამგებელი (მერი): ა) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის (დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების) პროექტს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; გ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; დ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე, სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; ე) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე; ვ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს გამგეობის (მერიის) დებულების, გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; თ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს; ი) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; კ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს გამგეობის (მერიის) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის (მერიის) მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას; მ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს და სამართლებრივი აქტების პროექტებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; პ) ახორციელებს გამგეობის (მერიის) დებულებითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. გამგებლის (მერის) არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გათავისუფლებისას გამგებლის (მერის) მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის (მერის) მოადგილე. 5. საკრებულოს წევრს ეკრძალება გამგებლის (მერის) საქმიანობაში ჩარევა პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის ორგანული კანონი №3680 - სსმ I, №43, 13.11.2006 წ., მუხ.288 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.434 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №950 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.295 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის   ორგანული კანონი №2441 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.357 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2011 წლის  28 დეკემბრის ორგანული კანონი №5663 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 12 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 12 იან. 2012
  2. 25 იან. 2010

    39-ე მუხლში გამგებელს (მერს) ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თანხმობით, არჩევისა და კონკურსის წესის ნაცვლად; დაწესდა ახალი უფლებამოსილებათა ჩამონათვალი, მოვალეობის შემსრულებლად განისაზღვრა მოადგილე, ხოლო ანგარიშვალდებულების და ძველი ჩანაცვლების ნორმები ამოღებულია.

  3. 28 დეკ. 2009

    39-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით ბიუჯეტის პროექტი ახლა საკრებულოს თავმჯდომარეს წარედგინება, ხოლო თანხების გადანაწილების უფლება საბიუჯეტო კოდექსს უკავშირდება და ეხება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილებას.

  4. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    39-ე მუხლში გამგებლის (მერის) მიერ ასიგნებების გადანაწილების უფლებამოსილება ახლა ეფუძნება ბიუჯეტის შესახებ კანონის მე-16 მუხლის მე-8 და 8 1 პუნქტებს და აღარ შეიცავს 10%-იან ზღვარს.

  5. 29 დეკ. 2007

    დ) ქვეპუნქტში ამოღებულია „ყოველწლიურად“ და გამგებლის (მერის) მიერ საკრებულოსთვის წარსადგენ აქტებს დაემატა ბიუჯეტის ცვლილებებისა და ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები.

  6. 13 ნოე. 2006

    39-ე მუხლის მე-6 პუნქტში განისაზღვრა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთა რიგი: პირველი მოადგილე, მოადგილე, შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 38შემდეგი მუხლი 40

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის მართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 5 თებ. 2014 · №36

  • 6 ცვლილება · ბოლო 12 იან. 2012
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 22მუხლი 33მუხლი 38

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 20ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები
  • 22საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება
  • 38გამგეობა (მერია)

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 54მერის უფლებამოსილება
  • 35მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
  • 37მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

  • 16მერის უფლებამოსილებანი
  • 12ქალაქის საკრებულოთა სესიის კომპეტენციას განეკუთვნება:

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 13საკრებულოს თანამდებობების პირები და მათი უფლებამოსილებანი
  • 12საკრებულოს კომპეტენცია
  • 30ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 11საკრებულოს წევრისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1122383320131230543537161239
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს დედაქალაქი…ადგილობრივი წარმომადგე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 5 თებ. 2014 · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026