ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

მუხლი 34. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიცი პალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

2.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.

3.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ანდა გადაყენებისას.

4.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

5.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №4131 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ.,მუხ.508

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მუნიცი პალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ანდა გადაყენებისას. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 5. მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის  ორგანული კანონი №4131 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ.,მუხ.508

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 24 თებ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 34-ე მუხლი ახლა მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ეხება; მე-5 პუნქტში დაემატა კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარედ ყოფნის აკრძალვა და უფლებამოსილების შეწყვეტა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გამო, ცნობად მიღებით.

  2. მე-5 პუნქტში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით და არა საკრებულოს წევრის სტატუსის კანონით; უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვალი გადალაგდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
263634373332591336357414134
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …