ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

მუხლი 34¹. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

2.თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.

3.თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ანდა გადაყენებისას. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად კოორდინაციას უწევენ საკრებულოს კომისიების და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას.

4.თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან/და მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

5.საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლება არა აქვთ, ეკავოთ რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეები. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №4131 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ.,მუხ.508

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და  მოადგილეს  თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. 2. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. 3. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ანდა გადაყენებისას. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად კოორდინაციას უწევენ საკრებულოს კომისიების და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას. 4. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან/და მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 5. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლება არა აქვთ, ეკავოთ რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით.  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეები. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის  მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის სხვა  თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის  უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის  ორგანული კანონი №4131 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ.,მუხ.508

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 24 თებ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 იან. 2006 – 29 დეკ. 2010 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2012
  2. ახალი 34¹ მუხლი ადგენს თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევის, ფუნქციების, გადაყენების, შეუთავსებლობისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2636715759331351135403634¹
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …