“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 295

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ვაგონები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ნედლეულის გადაზიდვის შემდეგ, აგრეთვე ხორცისა და ხორცპროდუქტების გადასაზიდად განკუთვნილი ვაგონები, ექვემდებარება ვეტერინარულ-სანიტარიულ დამუშავებას.

2.ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავების კატეგორია დგინდება ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, რომელიც თითოეულ ვაგონზე გასცემს დადგენილი ფორმის ვეტერინარულ დოკუმენტს, გადასამუშავებლად გაგზავნის მითითებით (დამუშავების რეჟ ი მისა და მეთოდის აღწერით).

3.ვაგონების ვეტერინარულ-სანიტარიულ დამუშავებას უზრუნველყოფს რკინიგზა, ტვირთმიმღების ხარჯით. დეზინფექციის ჩატარების შემდეგ ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი გასცემს დადგენილი ფორმის მოწმობას ვაგონების დამუშავებისა და კეთილსაიმედოობის შესახებ, რომელშიც მიეთითება დამუშავების რეჟიმი და მეთოდი ვაგონების კატეგორიების მიხედვით. აღნიშნული მოწმობის გარეშე ვაგონების ხელახალი გამოყენება ტვირთის გადასაზიდად აკრძალულია.

4.დადგენილი ვეტერინარული მოთხოვნების დამრღვევი პირი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2820141432121030226²18²9 (და…710295
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…შინაურ ბინადარ ცხოველთ…საქართველოს სახელმწიფო…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა