საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 158. სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის უკანონო გამოყენება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადება ან მათი სხვაგვარი უკანონო გამოყენება, აგრეთვე, სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე, საქონლისა და მისი დამზადებისათვის საჭირო მასალებისა და მოწყობილობების კონფისკაციით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე, საქონლისა და მისი დამზადებისათვის საჭირო მასალებისა და მოწყობილობების კონფისკაციით. შენიშვნა: სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონელი ექვემდებარება ჩამორთმევას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის გადაეცემა უფლების მფლობელს მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მისი დამზადებისათვის საჭირო მასალები და მოწყობილობები ექვემდებარება განადგურებას. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 30 ივნისის კანონი №541 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №19, ივნისი, 1994 წ., მუხ.418 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1732 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.246

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №421 · ძალაშია 23 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  2. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2005

    158 მუხლი ორ პუნქტად და შენიშვნად ახლებურად ჩამოყალიბდა: ჯარიმა მინიმალური ოდენობებიდან ლარებზე გადავიდა, განმეორებისთვის ცალკე სანქცია დაწესდა, დაემატა კონფისკაცია და ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა.

  3. 158-ე მუხლში დაემატა სასაქონლო ნიშნის, საფირმო სახელწოდების ან საქონლის მარკირების უკანონო გამოყენებისთვის ჯარიმა ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, ასევე ცნობა ამ კანონზე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242819¹196194156⁴182⁵288168281816158
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქონლის ადგილწარმოშობ…სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა