სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

მუხლი 15. ნამსახურევი წლების გაანგარიშება და მატერიალური უზრუნველყოფა

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებებისათვის მზადყოფნაში ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს ყველა სახის ფულადი სარგოები დროის ამ პერიოდში უნაზღაურდებათ შესაბამისად სამმაგი და ორმაგი ოდენობით.

3.წელთა ნამსახურობის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამხედრო მოსამსახურეები ჯილდოვდებიან ორდენებითა და მედლებით.

4.სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც უშუალო კონტაქტი აქვს ჯანმრთელობისათვის მავნე სითხეებთან, ქიმიურ, მომწამლავ, რადიაქტიურ და სხვა ნივთიერებებთან, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლება დღენახევრად და ყველა სახის ფულადი სარგოები უნაზღაურდება ერთნახევარი ოდენობით.

5.სხვა სახელმწიფოში მომსახურე საქართველოს სამხედრო მოსამსახურეს ფულადი სარგო ეძლევა ნაწილობრივ ამ ქვეყნის ეროვნული ვალუტით და ნაწილობრივ საქართველოს ეროვნული ვალუტით.

6.დახურულ და სხვა ცალკეულ სამხედრო ნაწილებში, სამხედრო-საჰაერო და ზოგიერთი სხვა კატეგორიის სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, სპეციალური დანიშნულების დანაყოფებში, აგრეთვე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2001 წლის 20 ივლისი ს კანონი № 1036 - სსმ I, № 24 , 01 .

08.2001 წ., მუხ. 105 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრ ის კანონი № 787 - სსმ I, № 40 , 29 .

12.2008 წ., მუხ. 255 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილ ის კანონი №3019 - სსმ I, № 2 3, 04.

05.20 10 წ., მუხ. 1 38 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1391 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობა, წარდგინების განხილვა, განაცდური ხელფასი, მორალური ზიანი და თანმდევი მოთხოვნები

    მოსარჩელე თავდაცვის სამინისტროსგან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობას, განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ იმდროინდელი რედაქციით ვეტერანის სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება მოითხოვდა შესადარებელი პირის არსებობას და ვერ გავრცელდებოდა სტრუქტურული ერთეულის სრული გაუქმებისას. სასამართლომ სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა. მან ასევე მიიჩნია, რომ დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლის არარსებობის გამო განაცდური ხელფასის დაკისრებაც დაუსაბუთებელი იყო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 ივლ. 2001 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4611¹³1112¹5636412378115014515
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…სამხედრო პოლიციის თანა…საქართველოს შინაგან სა…სამხედრო, შინაგან საქმ…პენიტენციური კოდექსი