სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

მუხლი 14. უფლება საცხოვრებელ ბინაზე

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურის დაწყებისთანავე დადგენილი ნორმებითა და წესით, შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გადაცემული საბინაო ფონდიდან ეძლევა სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელი ბინა.

2.სამხედრო მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს საცხოვრებელი ბინის მიღებამდე უფლება აქვთ გატარდნენ რეგისტრაციაში სამხედრო ნაწილის მისამართზე. ამ პირებს საცხოვრებელი ბინის მიღებამდე ეძლევათ დროებითი საცხოვრებელი სასამსახურო შენობები და/ან ოთახები საერთო საცხოვრებელში.

3.სამხედრო სამსახურში რეზერვიდან ორი წლით გაწვეულ ოფიცერს ეძლევა ოთახი საერთო საცხოვრებელში. თუ იგი ორი წლის შემდეგაც აგრძელებს სამხედრო სამსახურს, საცხოვრებელი ბინა მიეცემა სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

4.სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს განათავსებენ ყაზარმაში შინაგანი სამსახურის წესდების მიხედვით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 ივლ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42011253541103832301452714
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…სამხედრო, შინაგან საქმ…საქართველოს შინაგან სა…საქართველოს საგადასახა…