სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

მუხლი 16. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, სამედიცინო უზრუნველყოფა

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამხედრო სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამხედრო სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს მეთაური (უფროსი) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ერთად.

2.სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ევალება მეთაურს (უფროსს). მასვე ეკისრება სამხედრო სამსახურის გავლის, სამხედრო წვრთნის, საბრძოლო მომზადებისათვის მეცადინეობების ჩატარების, სამხედრო ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციის და სხვა სამუშაოთა შესრულებისას უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა.

3.სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

4.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, გარდა ამ მუხლის 4 1 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურისა, დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

4¹.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების დროს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (განკარგულებით) მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით.

5.სამხედრო მოსამსახურე სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებში, სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში სარგებლობს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მკურნალობის უფლებით. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრ ის კანონი № 91 - სსმ I, № 52(59) , 31 .

12.1999 წ., მუხ. 253 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილ ის კანონი № 1337 - სსმ I, № 22 , 18 .

05.2005 წ., მუხ. 147 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრ ის კანონი №1699 - სსმ I, № 2 9, 12.

10.200 9 წ., მუხ.182 საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის კანონი №865 - ვებგვერდი, 19.08.2013წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3583 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6983-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 10

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამხედრო ტრავმის გამო ერთჯერადი დახმარებისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

    მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან სამხედრო სამსახურისას მიღებული ტრავმის გამო ერთჯერადი დახმარებისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ ერთჯერადი დახმარების მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დახმარება ერთჯერადი კანონისმიერი ვალდებულებაა და მასზე მოთხოვნის წარმოშობიდან ხანდაზმულობის ათწლიანი საერთო ვადა ვრცელდება. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №ბს-475(კ-19)2022-07-1328
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის კანონიერება

    მოსარჩელე ითხოვდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უარის გაუქმებასა და ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სტატუსის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის და ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს მონაწილეობისა და მოწმისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. პალატამ მიუთითა როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ისე სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების ხარვეზებზე. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული დაზიანების გამო ერთჯერადი დახმარების, მომვლელის მომსახურებისა და კომპენსაციასა და ხელფასს შორის სხვაობის მოთხოვნ

    მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ითხოვდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული დაზიანების გამო ერთჯერად დახმარებას, მომვლელის ხარჯებსა და სახელმწიფო კომპენსაციასა და ხელფასს შორის სხვაობის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მომვლელის მოთხოვნა საჭიროებს დაზუსტებას, ხოლო სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის საკითხზე აუცილებელია მფლობელის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წესის გათვალისწინება. სასამართლომ მომვლელის ხარჯებისა და კომპენსაციასა და ხელფასს შორის სხვაობის მოთხოვნები სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. ერთჯერადი დახმარების მოთხოვნაზე უარი უცვლელად დარჩა ხანდაზმულობის გამო.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარების დამატებითი თანხის გადახდა

    დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ერთჯერადი დახმარების დამატებითი თანხის გადახდას მოითხოვდნენ. უზენაესმა სასამართლომ გამოიყენა სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების დროს მოქმედი რედაქცია, რომელიც დახმარებას ათი წლის თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების ოდენობით ითვალისწინებდა. სასამართლოს განმარტებით, განსაკუთრებული პირობებისთვის დაწესებული თანამდებობრივი განაკვეთის დანამატი ამ სარგოში არ შედიოდა. საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული დავალიანებების, ერთჯერადი დახმარებისა და ხარჯების ანაზღაურება

    ყოფილი სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის სამინისტროსგან სამივლინებო თანხის დაანგარიშებას, დავალიანებების, ერთჯერადი დახმარებისა და სხვადასხვა ხარჯის ანაზღაურებას მოითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ერთჯერადი დახმარების მოთხოვნაზე ათწლიანი საერთო ხანდაზმულობის ვადა ვრცელდებოდა, თუმცა დახმარებისთვის საჭირო იყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში მყოფი ტრავმული დაზიანება. პალატამ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დატოვა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამხედრო ტრავმის გამო ერთჯერადი დახმარებისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ტრავმის გამო ერთჯერადი დახმარებისა და საადვოკატო ხარჯის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კანონით გათვალისწინებულ ერთჯერად დახმარებაზე სახელშეკრულებო და პერიოდული ვალდებულებებისათვის დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობა არ ვრცელდება და გამოიყენება ათწლიანი საერთო ვადა. პალატამ ასევე დაადგინა, რომ დავალიანების გადახდის დაპირებამ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვიტა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა საადვოკატო ხარჯზე დროულად შეტანილი შეგებებული საჩივარი. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 აპრ. 2005 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1722114169616565¹36351492716
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სახელმწიფო…სამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…