სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

მუხლი 17. სამხედრო მოსამსახურის სახელმწიფო დაზღვევა. ზარალის ანაზღაურება

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამხედრო მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლება დაზღვეულ იქნეს სადაზღვევო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებით. [ 1. სამხედრო მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლება დაზღვეულ იქნეს სადაზღვევო მომსახურების საჯარო შესყიდვის განხორციელებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 2. (ამოღებულია).

3.ამ მუხლით დადგენილი გარანტიები შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების შედეგად დათხოვნილ პირებზე, რომლებსაც აქვთ პოლკოვნიკის სამხედრო წოდება ან უმაღლესი სამხედრო წოდება, სამხედრო სამსახურიდან ზემოთ აღნიშნული მიზეზებით დათხოვნილ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირებზე.

4.(ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4192 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3016 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.135 საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3583 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2561 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამხედრო ტრავმის გამო ერთჯერადი დახმარებისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

    მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან სამხედრო სამსახურისას მიღებული ტრავმის გამო ერთჯერადი დახმარებისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ ერთჯერადი დახმარების მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დახმარება ერთჯერადი კანონისმიერი ვალდებულებაა და მასზე მოთხოვნის წარმოშობიდან ხანდაზმულობის ათწლიანი საერთო ვადა ვრცელდება. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    სამხედრო ტრავმის გამო ერთჯერადი დახმარებისა და სადაზღვევო თანხის გადახდა

    დავა შეეხებოდა სამხედრო ტრავმის გამო ერთჯერადი დახმარებისა და სადაზღვევო თანხის გადახდას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის საჩივარი არ დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ ნიშნავს მის გასაჩივრებას მეორე მხარის მიერაც. რადგან სასაზღვრო პოლიციას მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 დეკ. 2006 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1726811416165¹3686352714517
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსითავდაცვის კოდექსისამხედრო, შინაგან საქმ…სახელმწიფო დაცვის სპეც…