Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 114¹⁵

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 114¹⁵. სანავსადგურე ერთეულისა და ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალის ადმინისტრაციის მიერ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:საზღვაო და სანავსადგურე სამართალდარღვევები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617181920212223242526272829

1.სანავსადგურე ერთეულის მიერ გემის ნავსადგურში შეყვანისა და ნავმისადგომზე დაყენების მოთხოვნა მაშინ, როდესაც ნავმისადგომი გემის მისაღებად მზად არ არის, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3.სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად წყლის საჭირო სიღრმეების მონიტორინგისა და მათი შენარჩუნების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

5.სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად ნავსადგურში შესასვლელი არხის საჭირო სიღრმეების მონიტორინგისა და მათი შენარჩუნების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

6.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

7.ნავსადგურის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

8.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

9.ნავსადგურის ტერიტორიაზე (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჟანგბად-აიროვანი ჭრა ან/და შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჟანგბად-აიროვანი ჭრის იმ პირის მიერ განხორციელება, რომლის კვალიფიკაცია არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სათანადო მოთხოვნებს, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

10.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

11.შემთხვევა, როდესაც გემის ნავსადგურის ნავმისადგომზე დაყენებისას სანავსადგურო ამწის ისრები სცილდება ნავმისადგომის ფარგლებს ზღვის მხარეს ან/და სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ სანაპირო ამწის ისრები ნაპირის მხარეს ისეთი ფორმით არ იქნება მობრუნებული, რომ ისინი ნავმისადგომის კიდეს არ სცილდებოდნენ, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

12.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

13.გემის ნავსადგურის ნავმისადგომზე დაყენებისას ნავმისადგომზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რაოდენობის გემის მიმბმელის არარსებობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

14.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

15.გემის ნავსადგურის ნავმისადგომზე დაყენებისას მისი დაყენების ადგილის სათანადოდ გაუნათებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

16.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

17.სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ ელევატორის მილების ისე განლაგება, რომ ამით ხელი შეეშალოს გემის დაყენებას (მიბმას) ან გადაყვანას, ან/და ტაკელაჟისა და სატვირთო საშუალებისგან ადგილის გათავისუფლების სათანადო წესის დაცვით განუხორციელებლობა ან მათი სათანადო წესის დარღვევით განთავსება − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

18.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

19.სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ სატვირთო ოპერაციის ადგილის ნარჩენებისგან გაწმენდის განუხორციელებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

20.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

21.სატვირთო ოპერაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდეგ ნავმისადგომიდან ნარჩენების ზღვაში ან ნავმისადგომის სადრენაჟო სისტემაში ჩაყრა/ჩარეცხვა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

22.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.

23.ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალზე სტაციონარული, საჰაერო, მექანიკური ქაფსაქრობი სისტემის გაუმართაობა ან არარსებობა, სახანძრო საგუშაგოს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის ან პირველადი ხანძარსაქრობი საშუალებების არარსებობა, წყლის ცენტრალური გათბობის სისტემის გაუმართაობა ან მისი არასათანადო გათბობის სისტემით ჩანაცვლება ანდა სატელეფონო კავშირის ან სახანძრო სიგნალიზაციის გაუმართაობა − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის ადმინისტრაციის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

24.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

25.ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალზე ელექტროგანათების წესის დარღვევა, ლითონით შემოუჭედავი ხის ან რეზინის ამრიდი მოწყობილობების არარსებობა (ნავმისადგომის აღნიშნული მოწყობილობებით აღჭურვის მოთხოვნის დარღვევა), ტარის ან არასათანადო აღჭურვილობის დაწყობა, თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევა ან ნავთობის/გაზის ტერმინალის ტერიტორიაზე ან ნავმისადგომთან მდგომ გემზე ღია ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოს წარმოება − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

26.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

27.ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალის ტერიტორიაზე ისეთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო თბომავლის ექსპლუატაცია, რომელსაც სათანადო კონსტრუქციის ცეცხლსაქრობი და ნაპერწკალსაქრობი მოწყობილობა არ აქვს, − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

28.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

29.სანავსადგურო წყლებში საყვინთი სამუშაოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისთვის შეტყობინების გარეშე ჩატარება ან ამ სამუშაოს მიმდინარეობისას სათანადო სიგნალების მიცემის წესების დარღვევა – გამოიწვევს საყვინთი სამუშაოს ჩატარებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

წინა მუხლი 114¹⁴შემდეგი მუხლი 114¹⁶

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა სანავსადგურე ერთეულისა და ნავთობის/გაზის ტერმინალის მიერ (მუხლი 114¹⁵)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 290

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 114⁶სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა
  • 114ნავსადგურში დატვირთვისა და გადმოტვირთვის, ტვირთის დაწყობისა და შენახვის წესების დარღვევა
  • 114³საზღვაო უსაფრთხოების წესებისა და საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა

საზღვაო კოდექსი

  • 76—
  • 83—
  • 71—

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 174სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა
  • 176სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 40¹სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 17გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების მაგის­ტრალური სადენების ექსპლუატაციის წესების დარღვევა

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 66მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 29მეზღვაურის შრომის პირობების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
290114⁶114114³768371176640¹17417629114¹⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსისაქართველოს საბაჟო კოდ…ნარჩენების მართვის კოდ…ტექნიკური საფრთხის კონ…მეზღვაურთა განათლებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026