Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 151

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 151. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:მუნიციპალური კეთილმოწყობა და საზოგადოებრივი სივრცე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური მოჭრა, განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2.ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2¹.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

2².ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

3.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება – გამოიწვევს შინაური ცხოველის მესაკუთრის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.ჯარიმის გადახდა შინაური ცხოველის მესაკუთრეს არ ათავისუფლებს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

2.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი შინაურ ცხოველს გადაიყვანს სპეციალურ ადგილზე და ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომამდე განახორციელებს მის მოვლა-პატრონობას. მესაკუთრეს შინაური ცხოველი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

3.სამართალდამრღვევის მიერ ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4283 – სსმ I, №5, 15.01.2007წ., მუხ.66 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4035 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.490 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4798 – ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №907 – ვებგვერდი, 09.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1836 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ივნ. 2026 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 42

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2025
  2. 26 ივნ. 2026

    151-ე მუხლს დაემატა 2¹ და 2² ნაწილები: პირველი ნაწილის ქმედებისთვის, რომელიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგია, ჯარიმაა 500 ლარი, განმეორებისას — 1 000 ლარი, კონფისკაციით ან უამისოდ.

  3. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  4. 1 აპრ. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2024
  5. 6 თებ. 2025
  6. 1 დეკ. 2024· გამოქვეყნდა 3 ოქტ. 2024
  7. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2023
  8. 30 ნოე. 2023
  9. 23 ოქტ. 2023· გამოქვეყნდა 9 ოქტ. 2023
  10. 30 მაი. 2023· გამოქვეყნდა 16 მაი. 2023
  11. 1 აპრ. 2023· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2022
  12. 31 დეკ. 2022· გამოქვეყნდა 13 მაი. 2022
  13. 1 მარ. 2022· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021
  14. 19 ნოე. 2021· გამოქვეყნდა 5 ნოე. 2021
  15. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 27 სექ. 2019
  16. 29 ივლ. 2020
  17. 28 ივლ. 2020
  18. 1 მაი. 2020· გამოქვეყნდა 10 ივნ. 2019
  19. 18 დეკ. 2019· გამოქვეყნდა 4 დეკ. 2019
  20. 4 დეკ. 2019
  21. 3 ივნ. 2019· გამოქვეყნდა 30 მაი. 2019
  22. 30 მაი. 2019
  23. 31 დეკ. 2018
  24. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 24 მაი. 2018
  25. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 10 მაი. 2018
  26. 26 სექ. 2018
  27. 30 ივლ. 2018
  28. 6 ივნ. 2018
  29. 15 აგვ. 2017· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017
  30. 14 მარ. 2016

    მე-3 ნაწილის ტექსტი ახლებურადაა გადალაგებული და „შინაური ცხოველის მიერ“-ის შემდეგ დაემატა „მწვანე ნარგავების“; დაზიანების ან/და განადგურების ობიექტი ახლა მწვანე ნარგავებია, ჯარიმა კი 50 ლარია.

  31. 13 მარ. 2016· გამოქვეყნდა 7 მარ. 2016
  32. 15 იან. 2015· გამოქვეყნდა 12 იან. 2015
  33. 18 მაი. 2012
  34. 3 ნოე. 2011
  35. 6 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 22 ივნ. 2011
  36. 1 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 13 მაი. 2011

    151 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში ჯარიმასთან ერთად გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.

  37. 16 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2011
  38. 15 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 25 მარ. 2011
  39. 12 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010
  40. 18 აგვ. 2006· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2006

    151 მუხლში სანქცია გამოიხატება ერთიანი ჯარიმით ორმოციდან ორას ლარამდე, ხოლო დისპოზიცია ეხება დაზიანებას, გადარგვას და ნებართვის გარეშე მოჭრას.

  41. 17 მარ. 1994

    151-ე მუხლში ნარგავების გაჩეხვის ნებართვის გამცემად დასახელდა შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, ხოლო ჯარიმები გადავიდა მინიმალურ ოდენობებზე.

  42. 31 აგვ. 1992

    151-ე მუხლში მოქალაქეთა ჯარიმის ზღვარი ას, თანამდებობის პირთა ხუთას მანეთამდეა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 150³შემდეგი მუხლი 151¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური მოჭრა (მუხლი 151)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 42 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2026
  • ციტირებულია 10 მუხლი
  • 25 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 208მუხლი 209²მუხლი 222მუხლი 239მუხლი 240¹მუხლი 242მუხლი 243მუხლი 249მუხლი 290⁶ამნისტიის შესახებ 1

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 151¹ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა, მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემა
  • 151²საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის მიწისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა
  • 150მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება

ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ

  • 3
  • 7

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 31მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება
  • 47ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
  • 36სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 23¹გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 52¹იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 137¹იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 34¹ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37208209²222239240¹242243249290⁶151¹151²1501151
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ამნისტიის შესახებქალაქ თბილისის საზღვრე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026