ამნისტიის შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 14 ივლ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც 2020 წლის 18 აგვისტომდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64 1 მუხლის პირველი ნაწილით, 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 151 1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა).

2.ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან იმავე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული იმ მიწის ნაკვეთზე ან განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის იმ არეალში ჩაიდინა, სადაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141 3 მუხლის ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103 3 მუხლის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტია განთავსებული.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზედაც, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირობით მსჯავრსა და აღუსრულებელ ჯარიმაზე.

5.პირზე ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შემთხვევაში ეს პირი ნასამართლობის არმქონედ ითვლება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
303151151¹64¹66103³112311114191
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…პროდუქტის უსაფრთხოების…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა