Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 42¹

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 42¹. რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის ზედამხედველობა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალიტრანსპორტიმგზავრის უფლებებიპიროვნული დაზიანებადაბინძურების კონტროლიღონისძიების ორგანიზება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სარკინიგზო საწარმომ, რკინიგზის სადგურის მენეჯერმა, ბილეთების გამყიდველმა, ტუროპერატორმა ბილეთის გაყიდვისას მგზავრს უნდა მიაწოდოს ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით გათვალისწინებული მისი უფლებების (მათ შორის, საჩივრის წარდგენის უფლების) და ვალდებულებების შესახებ ზოგადი ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული ფორმით, შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებით. მან მგზავრს აგრეთვე უნდა მიუთითოს კონკრეტული ადგილი, სადაც იგი შეძლებს აღნიშნული ინფორმაციის მიღებას მომსახურების გაუქმების, გადასასხდომ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაზე დაგვიანების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში.

2.მგზავრს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს სარკინიგზო საწარმოს ან რკინიგზის სადგურის მენეჯერს ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით განსაზღვრულ, მისი პასუხისმგებლობისადმი დაქვემდებარებულ საკითხებზე მოთხოვნის უფლების წარმომშობი შემთხვევის დადგომიდან 3 თვის ვადაში. სარკინიგზო საწარმო ან რკინიგზის სადგურის მენეჯერი საჩივარს 1 თვის ვადაში განიხილავს.

3.ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. აღნიშნულ სფეროში სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) მგზავრებისთვის მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; ბ) მგზავრთა უფლებების დარღვევის შესახებ მათი საჩივრების განხილვა; გ) რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესრულების შემოწმება (ინსპექტირება).

4.სააგენტოს მიერ რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგ ღონისძიებათაგან ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე: ა) მოითხოვოს აღნიშნული დარღვევისა და მგზავრთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნაკლოვანების მის მიერ მითითებული ფორმით და დადგენილ ვადაში გამოსწორება; ბ) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაცია პირს მის მიერ მგზავრთა უფლებების უმნიშვნელო დარღვევის ჩადენის შემთხვევაში; გ) სამართალდამრღვევს დააკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. იგი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში უნდა შესრულდეს.

6.სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მიიღოს გადაწყვეტილება სარკინიგზო საწარმოსთვის ან/და რკინიგზის სადგურის მენეჯერისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სარკინიგზო საწარმომ, რკინიგზის სადგურის მენეჯერმა, ბილეთების გამყიდველმა, ტუროპერატორმა ბილეთის გაყიდვისას მგზავრს უნდა მიაწოდოს ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით გათვალისწინებული მისი უფლებების (მათ შორის, საჩივრის წარდგენის უფლების) და ვალდებულებების შესახებ ზოგადი ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული ფორმით, შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებით. მან მგზავრს აგრეთვე უნდა მიუთითოს კონკრეტული ადგილი, სადაც იგი შეძლებს აღნიშნული ინფორმაციის მიღებას მომსახურების გაუქმების, გადასასხდომ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაზე დაგვიანების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში. 2. მგზავრს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს სარკინიგზო საწარმოს ან რკინიგზის სადგურის მენეჯერს ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით განსაზღვრულ, მისი პასუხისმგებლობისადმი დაქვემდებარებულ საკითხებზე მოთხოვნის უფლების წარმომშობი შემთხვევის დადგომიდან 3 თვის ვადაში. სარკინიგზო საწარმო ან რკინიგზის სადგურის მენეჯერი საჩივარს 1 თვის ვადაში განიხილავს. 3. ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. აღნიშნულ სფეროში სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) მგზავრებისთვის მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; ბ) მგზავრთა უფლებების დარღვევის შესახებ მათი საჩივრების განხილვა; გ) რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესრულების შემოწმება (ინსპექტირება). 4. სააგენტოს მიერ რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგ ღონისძიებათაგან ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე: ა) მოითხოვოს აღნიშნული დარღვევისა და მგზავრთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნაკლოვანების მის მიერ მითითებული ფორმით და დადგენილ ვადაში გამოსწორება; ბ) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაცია პირს მის მიერ მგზავრთა უფლებების უმნიშვნელო დარღვევის ჩადენის შემთხვევაში; გ) სამართალდამრღვევს დააკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. იგი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში უნდა შესრულდეს. 6. სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მიიღოს გადაწყვეტილება სარკინიგზო საწარმოსთვის ან/და რკინიგზის სადგურის მენეჯერისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 იან. 2003 – 1 მაი. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 42²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მატარებლის ავარიის სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რკინიგზის გადასასვლელის ავარია3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • FELA სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბილეთების რეალიზაციის ხელშეკრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №17

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 42²სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვა
  • 37³სამგზავრო ინფორმაცია
  • 37⁵შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებით უზრუნველყოფა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 211რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოები
  • 106⁴რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევა

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 8 (დანართი 1)
  • 7 (დანართი 1)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 680გამგზავნის უფლებები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 16სააგენტოს უფლებამოსილება მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის სფეროში

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 20საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგიერთი უფლება-მოვალეობა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 15საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგადი უფლებები და მოვალეობები

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 60¹შუალედური მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები და მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42²37³37⁵60¹15211106⁴680208 (და…7 (და…1642¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სამოქალაქო…ელექტრონული კომერციის …საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026