საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 9. რკინიგზის სადგური

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რკინიგზის სადგურები ახორციელებენ ტვირთის მიღებას, დატვირთვას, გადმოტვირთვასა და გაცემას, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანასთან, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას (სამუშაოს).

2.რკინიგზა ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას შესაბამისი მომსახურების გასაწევად (სამუშაოს შესასრულებლად) განკუთვნილ რკინიგზის სადგურებს შორის.

3.გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, აგრეთვე მგზავრისა და ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) გადაყვანა-გადაზიდვისა და სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდევინების უზრუნველსაყოფად რკინიგზის სადგურებში იქმნება სატვირთო განყოფილებები, სატვირთო და საბილეთო სალაროები და სხვა შესაბამისი სამსახურები.

4.რკინიგზის სადგურების გახსნა-დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მათ მიერ გასაწევი მომსახურების (შესასრულებელი სამუშაოს) ნუსხას განსაზღვრავს რკინიგზა. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4853 - სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.176 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6968 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რკინიგზის სადგურები ახორციელებენ ტვირთის მიღებას, დატვირთვას, გადმოტვირთვასა და გაცემას, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანასთან, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას (სამუშაოს). 2. რკინიგზა ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას შესაბამისი მომსახურების გასაწევად (სამუშაოს შესასრულებლად) განკუთვნილ რკინიგზის სადგურებს შორის. 3. გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, აგრეთვე მგზავრისა და ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) გადაყვანა-გადაზიდვისა და სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდევინების უზრუნველსაყოფად რკინიგზის სადგურებში იქმნება სატვირთო განყოფილებები, სატვირთო და საბილეთო სალაროები და სხვა შესაბამისი სამსახურები. 4. რკინიგზის სადგურების გახსნა-დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მათ მიერ გასაწევი მომსახურების (შესასრულებელი სამუშაოს) ნუსხას განსაზღვრავს რკინიგზა. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4853 - სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.176 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6968 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
87262111291066¹778 (და…7 (და…27 (დ…19 (დ…9
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…მუნიციპალური ნარჩენები…საავტომობილო ტრანსპორტ…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა