1.განმეორებით ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი ორგანო (სამსახური) ვალდებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დამრღვევი პირის მიმართ გადაწყვეტილების მიღებამდე გადაამოწმოს ამ პირზე მონაცემები საინფორმაციო ცენტრში არსებულ ერთიან საინფორმაციო ბანკში, რაც ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შემოწმებისათვის სპეციალურად შემუშავებული „მოთხოვნის“ ბარათით (დანართი №14) ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ხოლო თუ შეკითხვაზე მიღებული პასუხი დაკავშირებულია სამართალდამრღვევის მიმართ უფრო მკაცრი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებასთან, უნდა შეივსოს „მოთხოვნის“ ბარათი და გაიგზავნოს საინფორმაციო ცენტრში.
2.ტელეფონით ინფორმაციის მიღებისას დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს მიღებული საამისო უფლება, რაც გამოიხატება მისთვის დაშვების კოდისა და პაროლის მინიჭებით. აღნიშნულის მიღება ხდება საინფორმაციო ცენტრში კვარტალში ერთხელ დანაყოფის ან სამსახურის უფროსის მიერ თანამშრომელთა სიის წარდგენით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

