1.სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა ან შეთავსებით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება აქვს იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს
საქართველოს კონსტიტუციითა
და საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
3.სახელმწიფო მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში.
საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1610-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.19
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3318-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.26
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3397-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.34
რა უნდა შეამოწმოს სასამართლომ, როდესაც გათავისუფლების შემდეგ საწარმოს სამართლებრივი ფორმა შეიცვალა და ძველი თანამდებობა აღარ არსებობს?
დავა ეხებოდა მოსარჩელის მთავარი ექიმისა და ექიმ მეან-გინეკოლოგის თანამდებობებზე აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა დასკვნა, რომ მთავარი ექიმის გათავისუფლების დასახელებული საფუძვლები არ გამართლდა, თუმცა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლისა და ძველ თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობის საკითხი. მთავარი ექიმის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა. დანარჩენ ნაწილში განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
ნიშნავს თუ არა კრედიტორთან დაკავშირებულ თანამდებობაზე ადრე მუშაობა თავისთავად გაკოტრების მმართველის კრედიტორზე დამოკიდებულებას?
დავა ეხებოდა სააქციო საზოგადოების გაკოტრების მმართველის დანიშვნის კანონიერებას და მისი კრედიტორისაგან დამოუკიდებლობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მმართველის დანიშვნამდე კრედიტორთან დაკავშირებულ თანამდებობებზე მუშაობა თავისთავად არ ნიშნავს მის კრედიტორისაგან დამოკიდებულებას. გაკოტრების მასის გაყიდვის პირობების შემოწმება სასამართლომ მოცემული დავის საგნად არ მიიჩნია. კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა სსსკ 419-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა ან შეთავსებით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.2. სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება აქვს იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოსსაქართველოს კონსტიტუციითადა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.3. სახელმწიფო მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში.საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1610-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.19საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3318-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.26საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3397-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.34
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №71 · ძალაშია 29 დეკ. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
64-ე მუხლის პირველი პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: აკრძალვა ეხება თანამდებობის ან ანაზღაურებადი სამუშაოს შეთავსებას სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში („სახაზინო“ ამოღებულია). დაემატა მე-3 პუნქტი, რომლითაც შეთავსება დასაშვებია მხოლოდ იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში.
64-ე მუხლის არსებული ტექსტი პირველ პუნქტად დანომრდა, ხოლო დაემატა მე-2 პუნქტი, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურეს აძლევს უფლებას იმავდროულად შეასრულოს სხვა ანაზღაურებადი სამუშაო კონსტიტუციითა და კანონებით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში.
64-ე მუხლში სახელმწიფო მოსამსახურისთვის სხვა თანამდებობის დაკავებისა და წარმომადგენლობით ან საკანონმდებლო ორგანოში წევრობის აკრძალვას დაემატა დათქმა „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი“.