1.თუ საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქციები შეიძლება იყოს ჩვეულებრივი და პრივილეგირებული. ერთი ჩვეულებრივი აქცია უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა საერთო კრებაზე, ხოლო პრივილეგირებული აქცია არ იძლევა ხმის უფლებას. პრივილეგირებული აქცია უზრუნველყოფს დივიდენდის მიღებას დადგენილი განაკვეთით. დივიდენდის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლითა და საწარმოს წესდებით. საწარმოს წესდებით შეიძლება დადგინდეს განსხვავებული წესი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციების უფლებათა სხვაგვარად განსაზღვრას. ერთი კლასის აქციები თანაბარი უფლებებით უზრუნველყოფს მათ მფლობელებს. დივიდენდების უცილობლად გაცემის შეპირება ბათილია.
1¹.ამ მუხლით გათვალისწინებული აქციათა კლასების გარდა, აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოებამ შესაძლებელია გაითვალისწინოს სხვა კლასის აქციების არსებობაც. ნებისმიერი კლასის აქციების რაოდენობა, მათთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები და მათი შეცვლის პირობები უნდა აისახოს საწარმოს წესდებაში (ხოლო საჯარო შეთავაზების შემთხვევაში – ემისიის პროსპექტშიც), ამ კლასის აქციების განთავსებამდე. აქციების განთავსების შემდეგ განთავსებულ აქციებთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების შეცვლა, ასევე საწარმოს წესდებით გათვალისწინებული ამ კლასის აქციების ცვლილებების წესის შეცვლა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1².აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება ხმის უფლების შეცვლის (გაუქმება, შემცირება ან/და მინიჭება) შესახებ ძალაში შევა მხოლოდ იმ კლასის აქციების მფლობელთა 75%-ზე მეტის თანხმობის შემთხვევაში, რომელთა ხმის უფლებაზედაც ახდენს გავლენას ეს გადაწყვეტილება.
2.რომელიმე კლასის აქციის (გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო ფასიანი ქაღალდისა) გადაცემა შეიძლება დამოკიდებული იყოს საზოგადოების თანხმობაზე. აქციათა გადაცემაზე საზოგადოების თანხმობის გაცემის წესი განისაზღვრება საზოგადოების წესდებით, აქციების განთავსებამდე.
3.სააქციო საზოგადოებას შეუძლია კანონით დადგენილი წესით გამოუშვას აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები.
საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2507 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.157
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი № 4791 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
შეიძლება თუ არა მესამე პირის აუცილებელი თანხმობა მხარეთა შეთანხმებით დაწესდეს?
მოსარჩელეები მოითხოვდნენ ლიცენზიების გადაცემისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას, რადგან მოვალემ ქონება კრედიტორის წინასწარი თანხმობის გარეშე განკარგა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შეთანხმებით დაწესებული აუცილებელი თანხმობის გარეშე დადებული გარიგების ნამდვილობა კონტრაჰენტის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. მოცემულ საქმეში შეზღუდვა რეგისტრირებული არ ყოფილა, ხოლო მყიდველის არაკეთილსინდისიერება არ დამტკიცდა. სასამართლომ სსსკ 410-ის საფუძველზე საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო განჩინება უცვლელად დატოვა, მიუხედავად მისი ნაწილობრივ მცდარი სამართლებრივი დასაბუთებისა.
ვრცელდება თუ არა კრების ოქმის შედგენიდან გასაჩივრების ორთვიანი ვადა აქციონერზე, რომელიც საერთო კრებაზე კანონით დადგენილი წესით არ მიუწვევიათ?
აქციონერი მოითხოვდა აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე წესდებაში შეტანილი ცვლილებების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კრებაზე აქციონერის კანონით დადგენილი წესით მიუწვევლობის გამო კრების ოქმის შედგენიდან გასაჩივრების ორთვიანი ვადა ვერ გავრცელდებოდა, ხოლო ხანდაზმულობის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების შეტყობის ან შეტყობის სავალდებულო დროიდან. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოწვევის დარღვევამ აქციონერს აქციების უპირატესი შეძენის უფლების გამოყენების შესაძლებლობა წაართვა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.
რა უფლებებს ახორციელებს ჩვეულებრივი აქციონერი საერთო კრებაზე და როდის არ შეუძლია ხმის უფლების გამოყენება?
მოსარჩელე მოითხოვდა სააქციო საზოგადოების საერთო კრების გადაწყვეტილებების გაუქმებას, რადგან მას კრებასა და კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აქციონერს კანონით მინიჭებული ხმის უფლება წაერთვა, ხოლო დირექტორს კრების ხელმძღვანელობის უფლება არ ჰქონდა, რადგან კრებას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ესწრებოდა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც კრების გადაწყვეტილებები გაუქმდა.
როდის შეიძლება აქციების შეძენის გარიგების ბათილად ცნობა მოტყუების საფუძველზე?
ბ. ბ-ი ბანკის აქციების შეძენის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და ფულადი თანხების გადახდას ითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ გარიგების დადებისას მოატყუეს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა მოტყუების, აქციონერის სამეწარმეო რისკისა და პრივილეგირებული აქციის თავისებურებები. სასამართლომ სააპელაციო გადაწყვეტილება არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნია, მათ შორის ანაბარზე სადავო თანხის კუთვნილების საკითხზე. სსსკ 412-ის საფუძველზე გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.
შეუძლია თუ არა აქციონერს მხოლოდ თავისი მოთხოვნით დაიბრუნოს აქციის შესაძენად საზოგადოებაში შეტანილი თანხა?
გ. ლ-მა სააქციო საზოგადოებას მოსთხოვა აქციებში შეტანილი თანხისა და ათი წლის განმავლობაში მიუღებელი დივიდენდის გადახდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აქციონერს აქციის საფასურის უშუალოდ უკან დაბრუნების უფლება არ აქვს, ხოლო დივიდენდის მისაღებად საჭიროა საზოგადოების მოგება და დივიდენდის გაცემის შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილება. მოსარჩელემ ვერ მიუთითა საზოგადოების მოგების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე და ვერც აქციების გამოსყიდვის კანონით დადგენილ პირობებზე. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
შეუძლია თუ არა აქციონერს მოითხოვოს აქციების გამოსყიდვა, როცა მისი უფლებების შემლახავი გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ წესდებაში ჯერ არ ასახულა?
დავა შეეხებოდა უმცირესობაში მყოფი აქციონერის კუთვნილი აქციების სავალდებულო გამოსყიდვასა და ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აქციების გამოსყიდვის მოთხოვნისთვის საკმარისია საერთო კრების მიერ აქციონერის უფლებების არსებითად შემლახავი გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად იმისა, აისახა თუ არა ცვლილება წესდებაში. საზოგადოების მიერ შეფასებასა და გამოსყიდვაზე უარის შემთხვევაში აქციების სამართლიან ღირებულებას სასამართლო ადგენს. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც ბანკს აქციების გამოსყიდვა დაეკისრა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქციები შეიძლება იყოს ჩვეულებრივი და პრივილეგირებული. ერთი ჩვეულებრივი აქცია უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა საერთო კრებაზე, ხოლო პრივილეგირებული აქცია არ იძლევა ხმის უფლებას. პრივილეგირებული აქცია უზრუნველყოფს დივიდენდის მიღებას დადგენილი განაკვეთით. დივიდენდის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლითა და საწარმოს წესდებით. საწარმოს წესდებით შეიძლება დადგინდეს განსხვავებული წესი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციების უფლებათა სხვაგვარად განსაზღვრას. ერთი კლასის აქციები თანაბარი უფლებებით უზრუნველყოფს მათ მფლობელებს. დივიდენდების უცილობლად გაცემის შეპირება ბათილია.1 1 . ამ მუხლით გათვალისწინებული აქციათა კლასების გარდა, აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოებამ შესაძლებელია გაითვალისწინოს სხვა კლასის აქციების არსებობაც. ნებისმიერი კლასის აქციების რაოდენობა, მათთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები და მათი შეცვლის პირობები უნდა აისახოს საწარმოს წესდებაში (ხოლო საჯარო შეთავაზების შემთხვევაში – ემისიის პროსპექტშიც), ამ კლასის აქციების განთავსებამდე. აქციების განთავსების შემდეგ განთავსებულ აქციებთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების შეცვლა, ასევე საწარმოს წესდებით გათვალისწინებული ამ კლასის აქციების ცვლილებების წესის შეცვლა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.1 2 . აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება ხმის უფლების შეცვლის (გაუქმება, შემცირება ან/და მინიჭება) შესახებ ძალაში შევა მხოლოდ იმ კლასის აქციების მფლობელთა 75%-ზე მეტის თანხმობის შემთხვევაში, რომელთა ხმის უფლებაზედაც ახდენს გავლენას ეს გადაწყვეტილება.2. რომელიმე კლასის აქციის (გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო ფასიანი ქაღალდისა) გადაცემა შეიძლება დამოკიდებული იყოს საზოგადოების თანხმობაზე. აქციათა გადაცემაზე საზოგადოების თანხმობის გაცემის წესი განისაზღვრება საზოგადოების წესდებით, აქციების განთავსებამდე.3. სააქციო საზოგადოებას შეუძლია კანონით დადგენილი წესით გამოუშვას აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები.საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2507 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.157საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი № 4791 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №55 · ძალაშია 15 მაი. 2016-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 7 მარ. 2016
დივიდენდის წესი ახლა მე-8 მუხლსაც ეფუძნება, ხოლო 1¹ პუნქტის ახალ რედაქციაში განთავსებულ აქციებზე შეზღუდვას დაემატა გამონაკლისი და 1² პუნქტი ხმის უფლების შეცვლისთვის 75%-ზე მეტი თანხმობის შესახებ.
· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005
52.1 პუნქტში დაემატა გამონაკლისი განსხვავებული კლასის აქციებისთვის და ერთი კლასის მფლობელთა თანასწორობის წესი; დივიდენდის შეპირების ბათილობის წინადადება სხვაგვარად ჩამოყალიბდა.
52.3 პუნქტში საჯარო ფასიანი ქაღალდი გამორიცხულია საზოგადოების თანხმობაზე დამოკიდებული გადაცემის წესიდან; წესდებასა და სერტიფიკატზე აღნიშვნისა და აქციონერთა წერილობითი თანხმობის წინადადებები აღარ არის ტექსტში, ხოლო თანხმობის განცხადების ვალდებულება დარჩა.
· გამოქვეყნდა 26 ივნ. 1999
52-ე მუხლის ხუთივე პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: აქციები მხოლოდ სახელობითია, პრივილეგირებული აქციების უფლებები ახლებურად განისაზღვრა, გადაცემის თანხმობა კლასის აქციებს უკავშირდება, ხოლო გამოსაშვები ფასიანი ქაღალდები აქციებში კონვერტირებადით შემოიფარგლა.