მეწარმეთა შესახებ

მუხლი 70. სახაზინო საწარმოების რეორგანიზაცია

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიდავით მაისურაძეანა შავარდენიძე

1.სახელმწიფო ან ადგილობრივმა თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა 1999 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად უზრუნველყონ მათ მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა (სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.რეორგანიზების შედეგად შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება წარმოადგენს სახაზინო საწარმოს უფლებამონაცვლეს.

3.არსებულმა სახაზინო საწარმოებმა რეორგანიზების პერიოდში ახალი ვალდებულებები შეიძლება იკისრონ მხოლოდ დამფუძნებელ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით. იგივე წესი გამოიყენება უძრავი ნივთების შეძენის, გასხვისების ან დატვირთვის შემთხვევაში. საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2042 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.100

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1021-12782006-01-0922
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    უნდა შეამოწმოს თუ არა სასამართლომ თავად მხარისთვის უწყების ჩაბარება, როდესაც უწყება მის წარმომადგენელს ჩაბარდა?

    დავა შეეხებოდა პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობას, პარტნიორის წილისა და სამუშაოს აღდგენას და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განიხილა, ჰქონდა თუ არა სააპელაციო სასამართლოს შემოწმებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე თავად მხარის კანონით დადგენილი წესით მოწვევა. სასამართლოს განმარტებით, წარმომადგენლისთვის უწყების ჩაბარების მიუხედავად, მხარისთვის უწყების ჩაბარებაც შესამოწმებელი იყო სასამართლოს ინიციატივით. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №ას-983-1255-052005-12-1218
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ნიშნავს თუ არა იურიდიული პირის დირექტორის წარმომადგენლისათვის უწყების გადაცემა თავად იურიდიული პირის სათანადოდ მოწვევას?

    დავა შეეხებოდა პარტნიორობიდან გარიცხული პირისათვის საზოგადოებაში წილის ფულადი კომპენსაციის გადახდას. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საზოგადოებასა და მის წარმომადგენელს სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით არ ეცნობათ, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას გამორიცხავდა. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №ას-151-454-042004-07-1616
    საკასაციო არსებითი (T2)

    შესაძლებელია თუ არა პირის აღდგენა იმ სახაზინო საწარმოს დირექტორის თანამდებობაზე, რომელიც აღარ არსებობს?

    მოსარჩელე მოითხოვდა საწარმოთა გარდაქმნასა და დირექტორის თანამდებობასთან დაკავშირებული ბრძანებების გაუქმებას, სახაზინო საწარმოსა და მისი დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას და საწარმოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის ნებართვას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახაზინო საწარმო გარდაიქმნა სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით, ხოლო შესაბამისი სამმართველოს ქონება საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შევიდა. სასამართლოს განმარტებით, სახაზინო საწარმოს ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის გაუქმებისა და კონკრეტული საწარმოს არარსებობის გამო მის დირექტორად აღდგენა შეუძლებელი იყო. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • №ას-473-1113-032003-10-2119
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რომელი ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა სააქციო საზოგადოების დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა 1994 წლის მეწარმეთა შესახებ კანონის გამოყენებულ რედაქციაში?

    დავა შეეხებოდა სააქციო საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას და საზოგადოების ორგანოთა გადაწყვეტილებების გასაჩივრებას მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ არჩევით თანამდებობაზე გადასვლის გამო დირექტორის თანამდებობა დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააქციო საზოგადოების დირექტორთან ურთიერთობა კერძოსამართლებრივი და კორპორაციული ხასიათისაა, ხოლო მისი დანიშვნა და გამოწვევა სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას ეკუთვნის. სასამართლომ დაასკვნა, რომ საკრებულოს წევრის წინანდელ სამუშაოზე დაბრუნების გარანტია ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების დირექტორზე არ ვრცელდებოდა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების რეგისტრაციის დაგვიანებული ცვლილებაც აღდგენის საფუძველი არ იყო. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სახელმწიფო ან ადგილობრივმა თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა 1999 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად უზრუნველყონ მათ მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა (სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. რეორგანიზების შედეგად შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება წარმოადგენს სახაზინო საწარმოს უფლებამონაცვლეს. 3. არსებულმა სახაზინო საწარმოებმა რეორგანიზების პერიოდში ახალი ვალდებულებები შეიძლება იკისრონ მხოლოდ დამფუძნებელ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით. იგივე წესი გამოიყენება უძრავი ნივთების შეძენის, გასხვისების ან დატვირთვის შემთხვევაში. საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2042 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.100

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 1 იან. 2002-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  2. 70-ე მუხლის პირველ პუნქტში სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ვადა 1999 წლის 1 ივნისიდან 1 სექტემბრამდე შეიცვალა.

  3. დაემატა 70-ე მუხლი, რომელიც ადგენს სახაზინო საწარმოების გარდაქმნის ვადას, უფლებამონაცვლეობას და გარდაქმნის პერიოდში შეთანხმების მოთხოვნას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სოზაშვილი

ლაშა სოზაშვილი

ფინანსური ასისტენტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2817628115650³ (…1959601170
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებმიკროსაფინანსო ორგანიზ…საგადასახადო დავალიანე…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…არასაბანკო სადეპოზიტო …